საქართველოს სავაჭრო პალატა, მიუნხენისა და ზემო ბავარიის აკადემიის მხარდაჭერით, ახალ პროექტს ,,ერთი ბიზნესის ისტორია” იწყებს.
პროექტის მიზანია, საზოგადოებისთვის საქართველოს ყველა რეგიონიდან გამორჩეული და საინტერესო ისტორიების მქონე მეწარმეების გაცნობა.
,,ერთი ბიზნესის ისტორია” მეწარმეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას გახადონ თავიანთი ბიზნესი უფრო ცნობადი და წარმატებული, რაშიც საქართველოს სავაჭრო პალატა დაეხმარება.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა, თუ თვლიან, რომ მათი პროდუქტი გამორჩეულია და მისი ისტორი - საინტერესო, უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა აღნიშნული ბმულის მეშვეობვით: