ERTI KAVA მილანში  -  World of coffee-ის საერთაშორისო გამოფენას ესწრება

ERTI KAVA მილანში - World of coffee-ის საერთაშორისო გამოფენას ესწრება

access_time2022-06-07 10:55:32

პირველი, გამორჩეული და ნიშური ქართული ყავის ქსელი ERTI KAVA, მილანში საერთაშორისო გამოფენაზე World of Coffee გამოფენას ესწრება , რომლის მიზანი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს, როგორც ყავის ინდუსტრიაში, ერთ-ერთი გამორჩეული და მზარდი  ქვეყნის პოპულარიზაციაა რომელიც მუდმივად ვითარდება, იზრდება და იხვეწება, როგორც ყავის ხარისხის, ასევე კვალიფიციური კადრების კუთხითაც.

 


თავად ბრენდის, “ERTI KAVA”-ის, მთავარი ამოცანაა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოში Specialty Coffee Association-ის ჩამოყალიბება და ასევე ბარისტას ეროვნული ჩემპიონატის ორგანიზება.

 

რაც შეეხება ბრენდის ისტორიას, ის 2017 წელს დაიწყო და პირველი coffee-shop-ი მაღალმთიან მესტიაში გაიხსნა, სადაც მთისა და ყავის მოყვარულები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან. მას შემდეგ 5 წელი გავიდა და დღეს “ERTI KAVA” უკვე ოთხ ფილიალს აერთიანებს. თითო მესტიასა და ბათუმში, ორი კი თბილისში (ვაკესა და მთაწმინდაზე).

 



“ERTI KAVA” მომხმარებლებს ყავის სხადასხვა სახეობასთან ერთად, რომლებიც საერთაშორისო სპეციალობის ყავის ასოციაციის (SCA) სტანდარტების მიხედვით მზადდება, ასევე საუზმესა და დესერტებს სთავაზობს. მაღაზიაში ასევე შეგიძლიათ ყავის მარცვლების, ყავის მოწყობილობებისა და სხვა სუვენირების შეძენა. გარდა ამისა, სასურველი პროდუქციის შეკვეთა შესაძლებელია WOLT-ზეც. თუმცა თუკი მეგობრებთან ერთად, ფინჯან ყავაზე შეკრებას გადაწყვეტთ, მაშინ  ყოველ ოთხშაბათს და შაბათს, მიტროფანე ლაღიძის 8-ში მდებარე “ERTI KAVA”-ის ქსელში, საუზმესთან ერთად, ცოცხალი მუსიკაც დაგხვდებათ.

 

ამასთან, ბრენდის კიდევ ერთი მთავარი უპირატესობა, მისი გუნდია, რომლის წევრ ბარისტებსაც საერთაშორისო სერტიფიკატები აქვთ მიღებული (Barista skills by Specialty coffee association) და მუდმივად ზრუნავენ განვითარებაზე.



პარალელურად, უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან,  კომპანია “ERTI KAVA” უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერის პროგრამაშია ჩართული და უკრაინელ ლტოლვილებს საქართველოში დასაქმებისა თუ  ფინანსური დახმარების კუთხით უზრუნველყოფს.

 

ინფორმაციისთვის, ინტერნაციონალური კომპანიის  ბრუნვა 2022 წლის პირველ ნახევარში, დაახლოებით მილიონი ლარს გაუტოლდება, ხოლო მთლიანობაში 40 ადამიანია დასაქმებული.

 

ყველა ფილიალი ღიაა ყოველდღე, დილის 8 საათიდან საღამოს 9 საათამდე.



(R)


თეგები:
ERTI KAVA



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up