„ერთი, რაც გააკეთა ჩხენკელმა ის იყო, რომ ბევრს აქებდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს დაუფასდა კიდეც“ - ნატა ასათიანი

„ერთი, რაც გააკეთა ჩხენკელმა ის იყო, რომ ბევრს აქებდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს დაუფასდა კიდეც“ - ნატა ასათიანი

access_time2023-03-20 17:00:50

„წასულებზე ან კარგი უნდა ილაპარაკო ან არაფერი, ასე გამზარდეს,  მაგრამ დღეს დავარღვევ ტრადიციას: 


ერთი ჩემი ჭკვიანი მეგობარი ამბობს ხოლმე: კარგი იქნებოდა განათლების მინისტრებს რეტროაქტიურად ვთხოვდეთ პასუხს ჩადენილ დანაშაულებზე და უმოქმედობაზე, რომელიც ხშირად დანაშაულის ტოლფასიაო. მართლაც კარგი იქნებოდა, რადგან მათი ქმედების (თუ უმოქმედობის) მძიმე შედეგს ჩვენ წლების შემდეგ ვიმკით“  - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნატა ასათიანი სოციალურ ქსელში წერს.

 

„ახლა რომ PISA-ში  გვექნება გაუარესებული შედეგები, ვინ უნდა აგოს პასუხი?

 

დღემდე რატომ არ გვაქვს მრავალჯერ დაპირებული უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი წესი?

 

რატომ გააჩერა მიხეილ ჩხენკელმა წინა წლებში ამოქმედებული საჭირო პროგრამა - ხანდაზმული მასწავლებლების სისტემიდან ღირსეულად გაცილების სქემა, რომლის წყალობით სკოლებში ახალი პედაგოგები უნდა შესულიყვნენ... (ამ პროცესის გარეშე, ტყუილია ზოგადი განათლების ხარისხზე საუბარიც კი).


 

 

აღარაფერს ვამბობ მეცნიერებისთვის გამოყოფილ სასაცილო დაფინანსებაზე და მეცნიერის მიზერულ ხელფასებზე, პროფესიული განათლების კვლავ შელახულ რეპუტაციაზე, ზოგად განათლებაში არსებულ მასშტაბურ ხარვეზებზე და სკოლებში აყვავებულ ბულინგსა და ძალადობაზე. ასევე  სხვა მრავალ დაგროვილ  გადაუჭრელ პრობლემაზე, მათ შორის, სტატუს შეჩერებულ სტუდენტებზე, ე.წ. უფასო სპეციალობებზე, სკოლების ინტერნეტიზაციის შეჩერებულ პროცესზე... ნეტა სად არის განათლებისთვის დაპირებული მშპ-ს ის 6%, რომელსაც მანტრასავით იმეორებდა ერთ-ერთი პრემიერი და მასთან ერთად მიხეილ ჩხენკელი...

 

ერთი სიტყვით, იმდენად არაფერი გაკეთდა, რომ ჩამოსათვლელიც არაფერია, თუმცა გამახსენდა: ერთი, რაც გააკეთა ჩხენკელმა ის იყო, რომ ბევრს აქებდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU). დაუფასდა კიდეც... თუმცა, KIU-ში გამორჩეული პროფესიონალების გუნდი მუშაობს და ძალიან სამწუხარო იქნება თუ ჩხენკელი იქაც შეიტანს თავისთვის ჩვეულ ისტერიულ დისონანსს.

 

 

მთელი გულით ვუსურვებ ახალ მინისტრს წარმატებას, ძალიან გვჭირდება სისტემის შინაარსიანი რეფორმა და არა “პოტიომკინის სოფლის” შენება, რაც მიხეილ ჩხენკელის ძლიერი მხარე აღმოჩნდა...

 

 

P.S. ოპოზიციის კომენტარები მოვისმინე, თითქოს საკადრო ცვლილების მიზეზი სტუდენტების წინააღმდეგ რეპრესიების სურვილიაო. გთხოვთ, მავნებლობების ამ ჩამონათვალს მხოლოდ ერთ და სრულიად დაუზუსტებელ ბრალდებაზე ნუ დაიყვანთ... კარგი იქნებოდა პოპულიზმის ნაცვლად, ერთხელ მაინც ჩაგეხედათ შინაარსში და გაგერკვიათ რა ხდებოდა ბოლო წლები განათლების სისტემაში, თუმცა ეს ხომ თქვენს მთავარ ხაზს - ზედაპირულობას სცდება და ამას როგორ იკადრებდით...

 

 

მმართველ გუნდს კი მინდა ვთხოვო, ნუ შეიწუხებენ თავს ჩხენკელისთვის მადლობის გადახდით. ამ ქვეყანაში არიან ადამიანები ვისაც ესმით განათლების პოლიტიკა და იციან განათლების სისტემა... მათ თვალში ეს მადლობები ძალიან სასაცილოდ ჩანს." - წერს ნატა ასათიანი "ფეისბუკში".“ -  წერს ნატა  ასათიანი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up