ერთი თვის განმავლობაში, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 201 368 ადამიანი გარდაიცვალა, 14 963 644-ს კი, ვირუსის დიაგნოზი დაუსვეს.
შედეგად, ინფიცირებულთა რაოდენობა 263 532 223-ს გაუტოლდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი - 5 224 786-ს.
გარდაცვლილთა რაოდენობით (782 100 ადამიანი) პირველ ადგილზეა აშშ, მეორეზე - გერმანია (102 183 გარდაცვლილი), მესამეზე კი დიდი ბრიტანეთი (145 586 გარდაცვლილი). მას მოსდევს რუსეთი (271 091 გარდაცვლილი) და თურქეთი (77 038 გარდაცვლილი).
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge