დღესდღეობით რეგულარული შიდა რეისები ნატახტარის აეროპორტიდან მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით და ასევე თბილისიდან ბათუმის მიმართულებით და პირიქით სრულდება. თუმცა როგორც ნატახტარის აეროპორტის ადმინისტრაციაში "კომერსანტს" ესაუბრნენ, მგზავრთანაკადის 80 პროცენტით შემცირება იმდენად დამაზარალებელი აღმოჩნდა რომ ქვეყანას ისეთივე ტურისტული აქტივობა სასიცოცხლოდ სჭირდება როგორიც 2019 წელს იყო. მისი თქმით, ეს წელი საუკეთესო იყო როგორც შიდა ავიაციისთვის, ისე მთლიანად ინდუსტრიისთვის.
პანდემიამ იმდენად დიდი ზარალი მოგვაყენა, რომ 3-4 წელი დასჭირდება აღდგენას, თანაც გვჭირდება ისეთი მუშაობა, როგორიც 2019 წელს იყო. ეს წელი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო ტურისტული აქტივობის თვალსაზრისით - მგზავრთა რაოდენობა გაუგონრად დიდი იყო. ძირითადად გვსტუმრობდნენ ევროკავშირის ქვეყნები, ჩეხეთი, პოლონეთი, გერმანია, ისრაელი,მერე მოდის უკრაინა. ბათუმის მიმართულება აღმოსავლეთის ქვეყნებს, არაბთა გაერთიანებული საემიროებს და მათ მოქლააქეებს ჰქონდათ ათვისებული. სვანეთის რეისები კი უმეტესად ევროპელ ტურისტებს აქვთ დაკავებული.
მესტიის მიმართულებაზე დატვირთვამ დაიკლო და 80 პროცენტით ნაკლები მგზავრი მიფრინავს.
რამდენიმე დღის წინ იმან გამახარა, რომ სვანეთის რეისზე 14 მგზავრიდან 11 უცხოელი იყო.. სხვა მხრივ მიწაზე ვდგავართ ერთი წელია და აღდგენას 3_4 წელი დასჭირდება, “ _ ამბობს ირინა მღებრიშვილი, ავიაკომპანია „პაკ ეარ ჯორჯია“ს ადმინისტრაციული მენეჯერი, კომპანიის სათავო ოფისი ნატახტარის აეროპორტში მდებარეობს.