2022 წლის სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, ქვეყანაში რეგისტრირებულია 1 563,2 ათასი ავტომობილი, საიდანაც ყველაზე დიდი წილი მსუბუქ ავტომობილებზე მოდის. ზრდა 2021 წლის მაჩვენებლებთან 5%-ია. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2022 წლისთვის რეგისტრირებულ ავტომობილების საერთო რაოდენობაში 85%-ი სწორედ მსუბუქი ავტომობილია - 1 333,0 ათასი ერთეული.
მეორე ადგილზეა სატვირთო ავტომობილები, რომლის წილიც 2022 წლის მაჩვენებლებით 7%-ია. ( 111,2 ათასი). მესამე ადგილზე კი სამგზავრო ავტობუსები და მიკროავტობუსებია, რომლის წილიც მთლიან სტატისტიკაში 3,5%-ია.
2022 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების თბილისზე მოდის. სწორედ თბილისშია კონცენტრირებული საერთო ავტომობილების 34%-ი (529,3 ათასი).
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის ბოლოსათვის რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობის მაჩვენებლებიდან ირკვევა, რომ რეგისტრირებული ავტომობილების 41% ბენზინის ძრავაზე მომუშავეა. მეორე ადგილზე არიან დიზელის ძრავიანი ავტომობილები, რომელთა რაოდენობა ქვეყანაში 300,8 ათასია, ხოლო წილი 19%-ი. ჰიბრიდული ავტომობილების რაოდენობა ქვეყანაში 113,9 ათას აღწევს (7%). რაც შეეხება ელექტრომობილებს დღეისათვის ქვეყანაში რეგისტრირებულია 3,3 ათასი ელექტრომობილი (0,2%).