„ერთი ხაჭაპურის ამბავი“ და CBS ჯგუფის ინტელექტუალური კაპიტალი

„ერთი ხაჭაპურის ამბავი“ და CBS ჯგუფის ინტელექტუალური კაპიტალი

access_time2022-12-28 11:30:01

Forbes-ის ინგლისურენოვანი გამოცემის შეკითხვებს ერთერთი მსხვილი ქართული ბიზნეს ჯგუფის CBS Group - ის ფინანსურმა დირექტორმა, თამარ გახარიამ უპასუხა. ახალგაზრდა ქალი, რომელიც რამდენიმე ასეული მილიონის კაპიტალს მართავს ფორბსის მკითხველს საკუთარი და დამსაქმებელი კომპანიის წარმატების საიდუმლოს უზიარებს, რომლის მთავარი ხაზი ქართულ ინტელექტუალურ კაპიტალზე გადის.

 

 

ბავშვობიდან ორი რამ მსიამოვნებდა: წერა და რიცხვები. როდესაც ვუყურებ ფინანსურ უწყისებს, ციფრები ამბავს მიყვებიან. მაგალითად, ასაკი - არასდროს ყოფილა ჩემთვის უბრალოდ რიცხვი, რადგან მას ყოველთვის წარმოვადგენდი, როგორც გამოცდილების ერთეულს. ბიზნესშიც ასეა -იქმნება რაღაცა, რაც საბოლოოდ გამოისახება ციფრებით, რომელიც რეალურად ჩადებული შრომის უკუგებას წარმოადგენს - ამბობს თამარ გახარია.

 

 

მოთხოვნა-მიწოდების კანონის, როგორც ბაზრის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს, ღრმა ბავშვობაში გავეცანი. ეს იყო ბებია-ბაბუის აგარაკზე, სადაც ბავშვობაში დიდი დროს ვატარებდი. ხაჭაპური მიყვარდა, გარეთ კი 90 - იანები იდგა. სამწუხაროდ, სასურველი ხაჭაპურის გამოსაცხობად ბებიას, ხანდახან, ფქვილის გარდა არაფერი ჰქონდა, მაგრამ იყო მეზობელი, რომელსაც ყველი მოეძებნებოდა და კიდევ სხვა მეზობელი, რომელსაც კვერცხი აუცილებლად ექნებოდა. მიზანი გასაგები იყო: ყველის და კვერცხის შოვნა. სწორედ ხაჭაპურის გარშემო შექმნილი ამ დისბალანსის მოსაგვარებლად, მე და ბაბუა, ლუგელას ხეობაში კალმახზე სათევზაოდ მივდიოდით. თევზით სავსე სათლით დაბრუნებული, ამ პროდუქტს, მეზობლებთან, ყველსა და კვერცხში გადასაცვლელად ვიყენებდი. ბებო კი ყველაზე მთავარს აკეთებდა - მოპოვებული პროდუქტებით უგემრიელეს ხაჭაპურს აცხობდა.

 

 

ეს ისტორიაც, მიღებული მოგების განაწილებას და ჩადებული ინვესტიციის კაპიტალიზაციას ჰგავს, არა? (იცინის.)

 

 

სწორედ ამ პატარა გოგონამ, რომელიც ხეობაში ცოცავდა, კრისტალურად სუფთა, ყინულოვან წყალში იდგა და თავში ყველზე მნიშვნელოვანი მისია ჰქონდა, ხოლო ხელში გრძელი ანკესი ეჭირა, მაზიარა მიზნის მიღწევის შეუდარებელ გრძნობას, რომელიც მრავალი წლის შემდეგ, ძალიან დამეხმარა ჩემს გადაწყვეტილებაში -ამერჩია აღნიშნული პროფესია.

 


 

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, არსებობს ბუნებრივი საზღვრები, თუ რისი წარმოება შეგვიძლია ჩვენ. მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანას აქვს უზარმაზარი ინტელექტუალური პოტენციალი. მას შეუძლია, ჩვენი ქვეყანა, რეგიონულ ინტელექტუალურ ჰაბად გარდაქმნას. მე მაქვს ოცნება, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა, ერთ მშვენიერ დღეს, დაივიწყონ ფიქრი ქვეყნის დატოვებაზე, ცოდნისა და უნარების საზღვარგარეთ ინვესტირებაზე. რატომ უნდა მოხდეს ტვინების გადინება? პირიქით, ვისურვებდი, რომ საქართველომ უფრო ჭკვიანი ხალხი მოიზიდოს და შეინარჩუნოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გლობალური შრომის ბაზარი ინტელექტზე ორიენტირებულ სამუშაოზე გადავიდა. ჩემი აზრით, სხვა კუთხით თუ შევხედავთ, ნებისმიერი გარიგება, თავის არსში, გარიგებაში ჩართული ადამიანების ინტელექტში, გამოცდილებაში ინვესტიციაც გახლავთ.

 



CBS ჯგუფი, სწორედ აქ ხედავს თავის პასუხისმგებლობას. ჰოლდინგში მიმდინარე გარიგებებში, ყოველთვის ვცდილობთ დავასაქმოთ ადგილობრივი კადრები თუ კონსულტანტები, რადგან ასეთი ცოდნა აქაც არსებობს. არის პოტენციალი, რომელიც ქართული საინვესტიციო კომპანიების სურვილის შემთხვევაში, ათვისებადია და გამოყენებადი.  აღნიშნული ქმედებებით, გლობალური მოთხოვნა ქართულ ინტელექტუალურ სერვისებზე გაიზრდება და ჩვენ, როგორც ერი, შევძლებთ ჩვენი გონებრივი კაპიტალის ექსპორტზე გატანას და არა მის გადინებას.

 სწორედ აქ არის ქართული ინტელექტუალური პოტენციალის აღმოჩენის გასაღები-აცხადებს CBS ჯგუფის ფინანსური დირექტორი თამარ გახარია.

 

 

„მშობლებს უნდათ, მაგრამ მგონია, რომ ექიმი არ გახდები. ვფიქრობ, შენ ბიზნესი უნდა სცადო“ - თამარ გახარიას, ამ სიტყვებს, ბავშვობაში, ხშირად ბაბუა ეუბნებოდა. როგორც თავად ამბობს, სავარაუდოდ, სწორედ ის იყო ინსპირაციის წყარო, საკუთარი პროფესიული არჩევანის გაკეთებისას. ბიზნესი - სფერო, რომელიც 90-იანების საქართველოში, თავისი ნამდვილი შინაარსით, უფრო ეფემერული ოცნება იყო, ვიდრე რეალობა.

 

 

„ეს არის მატარებელი, რომელიც ახლა და ამ სადგურიდან გადის. ასე რომ დღეს, ამ მატარებელში ადგილის დაკავება, ნიშნავს - ხვალ სწორი დანიშნულების ადგილზე აღმოჩენას“ - ფიქრობდა თამარ გახარია, როდესაც კავკასიის უნივერსიტეტში ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე გადაწყვიტა სწავლა.

 

 

თამარიც და ბაბუაც მართლები აღმოჩნდნენ. მატარებელი, რომელშიც პატარა გოგონამ, ბაბუას რჩევით, ადგილი დაიკავა, სწორ ადგილას და სწორ დროს გაჩერდა.

 

 

თამარ გახარია დღეს არის ქართული, ერთ-ერთი მსხვილი ბინზეს-ჰოლდინგის- CBS ჯგუფის,  ფინანსური დირექტორი. CBS ჯგუფში წარმოდგენილია ისეთი მნიშვნელოვანი აქტივები, როგორიცაა: თელასი, თბილისი ენერჯი, VEON საქართველო, საქართველოს ეროვნული ლატარია და ა.შ.

 

 

როგორც ირკვევა, CBS ჯგუფის მიერ, წლების განმავლობაში დადებულ ყველა გარიგებას, სწორედ თამარი ხელმძღვანელობდა,  მათ შორის VEON საქართველოს - ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ტელეკომ ოპერატორის, CBS ჯგუფის მიერ შეძენას. აქედან დაიწყო ჩვენი საუბარი, მაგრამ აქ არ დასრულებულა...

 



თეგები:
CBS



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up