ერთით ნაკლები უქმე დღე - დანიას სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის მიზნით ეროვნული დღესასწაულის გაუქმება სურს

ერთით ნაკლები უქმე დღე - დანიას სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის მიზნით ეროვნული დღესასწაულის გაუქმება სურს

access_time2022-12-16 14:30:41

დანიის ახალი კოალიციური მთავრობა თავდაცვის ხარჯების გაზრდის მიზნით ერთ-ერთი უძველესი ეროვნული დღესასწაულის გაუქმებას აპირებს. ეს პირველი ნაბიჯია ახალი სამთავრობო კოალიციისა, რომლის შექმნაც ერთი დღით ადრე გახდა ცნობილი.

 

 

კოალიციის ერთ-ერთი პრიორიტეტია, დაგეგმილზე უფრო სწრაფად გავიდეს მაჩვენებელზე, რომელიც სამხედრო ხარჯებზე მშპ-ს 2%-ის გამოყოფას გულისხმობს. ეს შეესაბამება იმ დაპირებას, რომელიც ნატოს ქვეყნებმა ერთმანეთს 2014 წელს მისცეს, რუსეთის მიერ ყირიმის დაპყრობისა და აღმოსავლეთ უკრაინაში ლოკალური ომის დაწყების შემდეგ.

 

 

ყოფილი მთავრობა  სამხედრო ხარჯების  მშპ-ს 2%-მდე გაზრდას მხოლოდ 2033 წლისთვის აპირებდა, მაგრამ ახალს, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გათვალისწინებით, სურს ამის გაკეთება სამი წლით ადრე.  ახალ კოალიციურ მთავრობაში პრემიერ-მინისტრად სოციალ-დემოკრატების ლიდერი მეტე ფრედრიქსენი რჩება.


 

ფრედრიქსენი განმარტავს, რომ 11 ეროვნული დღესასწაულიდან ერთ-ერთის გაუქმება სამხედრო ხარჯების გაზრდას შეუწყობს ხელს, რადგან სამუშაო დღეების რაოდენობის ზრდა, მთლიან შიდა პროდუქტსაც გაზრდის.

 

გასაუქმებელ დღესასწაულებს შორის არჩევანი დიდი ალბათობით  საყოველთაო ლოცვის დღეზე (Store Bededag) შეჩერდება. ეს დანიის სამეფოს ერთ-ერთ უძველეს დღესასწაულია. რომელიც 1686 წელს დაარსდა  და  აღდგომის შემდეგ მეოთხე კვირის პარასკევს აღინიშნება.

მთავრობის გეგმებმა რელიგიური ორგანიზაციებისა და ბიზნესის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.

 

კრიტიკაზე საპასუხოდ, მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა: „ევროპაში ომი მიმდინარეობს და ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა... ეს თითოეული ჩვენგანისგან ცოტა მეტ წვლილს მოითხოვს“.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up