ერთობლივი საწარმო JV Middle Corridor საქართველოზე საწყის ეტაპზე 3-4 მლნ ტონა ტვირთს გაატარებს - პაატა ცაგარეიშვილი

ერთობლივი საწარმო JV Middle Corridor საქართველოზე საწყის ეტაპზე 3-4 მლნ ტონა ტვირთს გაატარებს - პაატა ცაგარეიშვილი

access_time2022-04-12 10:00:21

უკრაინის ომმა გლობალური ტვირთნაკადები ახალ მიმართულებებზე გადააწყო. საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის და ყაზახეთის რკინიგზების მიერ ერთობლივი საწარმოს შექმნის ინიციატივა გადაზიდვების გაადვილებისკენ არის მიმართული და სხვადასხვა ქვეყნებზე გადასასვლელების გამარტივების იდეას ემსახურება.


საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის პაატა ცაგარეიშვილის გათვლით, ერთობლივი საწარმოს ფუნქციონირებით წლიურად მინიმუმ 3-4 მილიონი ტონა ტვირთვის მოზიდვის პოტენციალი არსებობს. ხოლო პროექტის განხორციელებას სავარაუდოდ 2-3 წელი დასჭირდება, რის შემდეგაც ქვეყნის სატრანსპორტო დერეფანი მნიშვნელოვნად დაიტვირთება.

 

მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“  Telegram-ზე.

 

,,ლოგისტიკაში შექმნილმა პრობლემამ მრავალ ქვეყანას ერთობლივი საქმიანობის სქემების შემუშავებისკენ უბიძგა, რაშიც საქართველოს პოზიციაც აშკარად გამოკვეთილია.  უკრაინის ომმა ლოგისტიკაში დიდი ცვლილება გამოიწვია. ცენტრალური აზიიდან საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნით დამატებითი ტვირთების მოზიდვის ახალმა შესაძლებლობამ წინა პლანზე წამოიწია. ბუნებრივია, ამან მეზობელ ქვეყნებს, ანუ დერეფანში გაერთიანებულ ქვეყნებს შორის, უფრო მეტი კოორდინაციის, მეტი შეთანხმებების და ერთობლივი საქმიანობის პრიორიტეტულობის საჭიროება დაგვანახა. ამიტომ უპრიანია, რომ  მეზობელმა ქვეყნებმა გამოთქვეს ერთობლივი საწარმოს შექმნის აუცილებლობა“, - აცხადებს ცაგარეიშვილი და დასძენს, რომ მსგავსი პრაქტიკა გავრცელებულია, როდესაც სხვადასხვა სახელმწიფოები გარკვეული ფინანსური წილობრივი მონაწილეობით ქმნიან ერთ გამსხვილებულ ოპერატორს - საწარმოდ მოიაზრება, მაგრამ სინამდვილეში მსხვილი ფინანსური ოპერატორია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სხვადასხვა მიმართულებით დერეფნის გასწვრივ გამართული მუშაობა.


,,საწარმოს ფუნქციებში შედის ასევე აქტიური მარკეტინგული საქმიანობა, რათა მოიზიდოს სხვადასხვა ტვირთმფლობელები, დაიდოს ხელშეკრულებები სხვადასხვა  პორტებთანაც ანუ დამყარდეს ჰორიზონტალური კავშირები  რკინიგზებთან და პორტებთან, ტვირთნაკადების დროული და უსაფრთხო  ტრანსპორტირების უზრუნველყოფის კუთხით და სხვა. ამ ერთიან ოპერატორს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების ფინანსური სახსრებით იქნება დაფუძნებული, დაევალება თავიდან ბოლომდე ყველა ოპერაციის განხორციელება ბაზრის კონიუნქტურიდან გამომდინარე. პროცესი მთლიანობაში არის რთული და გარკვეულ დროს მოითხოვს. მხოლოდ ტვირთნაკადების არსებობა და ინფრასტრუქტურის გამართულობა საკმარისის არ არის, რომ მყისიერად მივიღოთ და გავატაროთ ტვირთნაკადები, ორგანიზაციული საკითხებია, რაც  პირველ რიგში, დაკავშირებულია ერთიანი საწარმოს შექმნასთან, რომლის გარეშეც დერეფანში აუცილებელი ტვირთების გატარების შესაძლებლობა არ გვექნება“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ პაატა ცაგარეიშვილი.



მისი თქმით, ხელშეკრულების გაფორმება და კომუნიკაცია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან დროის გარკვეულ ინტერვალთანაა დაკავშირებული. ხოლო გატარების მაჩვენებელი მაქსიმუმს მიაღწევს 3-4  წლის შემდეგ, რაშიც დიდია სწორედ ამ ერთობლივი საწარმოს როლი.


10-12 მილიონ ტონა ტვირთი კი ის მოცულობაა, რის გატარებაც საქართველოს სატრანსპორტო დერეფნისთვის ჯერჯერობით მხოლოდ პოტენციური შესაძლებლობაა.

,,რამდენიმე ტვირთნაკადის შერწყმაზე შეიძლება იყოს საუბარი, პირველ რიგში, იგულისხმება ყაზახეთის ტვირთნაკადი, რომელიც წამოვა, გაივლის აზერბაიჯანს, საქართველოს და შემდეგ გაიშლება თურქეთის და საქართველოს მიმართულებით. ეს არის პირველ ეტაპზე დაახლოებით 1,5-2 მილიონი ტონა ტვირთი, აქ შესაძლებელია ჩაერთოს აზერბაიჯანის ტვირთნაკადი,  ბაქო-თბილისი-ყარსის ტვირთნაკადი, მთლიანობაში ყოველწლიურად 3-4 მილიონი ტონა ტვირთნაკადი იკვეთება, რომელიც შედის ამ ერთობლივი საწარმოს ფუნქციონირების არეალში და ეტაპობრივი ზრდის შესაძლებლობა გააჩნია“, - განმარტავს ცაგარეიშვილი.


შეგახსენებთ, რომ JV Middle Corridor გეგმავს ერთობლივი ორგანიზაციის შექმნას ყაზახეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის რკინიგზების მონაწილეობით, რომლებიც „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების ასოციაციაში“ (TITR) შედიან. ერთობლივი საწარმოს ოფიციალური რეგისტრაცია სავარაუდოდ 2023 წლის დასაწყისში ან შუა პერიოდში დასრულდება.

 

ერთობლივი საწარმოს მიზანია Middle Corridor-ის მნიშვნელობის გაზრდა, რადგან ეს გააადვილებს გადაზიდვის პროცესებს და გაამარტივებს გადასასვლელს სხვადასხვა ქვეყნებზე“.

 

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up