ეს არ არის ის პრეპარატი, რომელსაც შეუძლია, ბავშვი დაიცვას ხერხემლის დეფორმაციისგან - ივანე ჩხაიძე

ეს არ არის ის პრეპარატი, რომელსაც შეუძლია, ბავშვი დაიცვას ხერხემლის დეფორმაციისგან - ივანე ჩხაიძე

access_time2023-04-23 23:30:26

„ჯანდაცვის მინისტრმა დააფიქსირა, რომ ნებისმიერი პრობლემა, გართულება, რომელიც შეიძლება იყოს ამ დაავადების თანმდევი, იქნება სრულად ანაზღაურებული სახელმწიფოს მიერ. ეს არის საკმაოდ ძვირადღირებული ქირურგიული ჩარევა, მაგალითად, ხერხემლის კორექცია, ასევე - რეაბილიტაციური სერვისები და სხვა დახმარება, რომელიც ამ ბავშვებს ნამდვილად სჭირდებათ. ეს პაციენტები იღებენ გარანტიას, სახელმწიფოს მხრიდან, რომ ყველა ის მდგომარეობა, რომელიც იქნება მათი დაავადების გართულებასთან ასოცირებული, იქნება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და მართული“, - აღნიშნულის შესახებ იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა. 

 

ივანე ჩხაიძემ განმარტა, რომ აქონდროპლაზია იშვიათი დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს გრძელი, ლულოვანი ძვლების ზრდის შეფერხება, თუმცა, ამ დიაგნოზის მქონე ბავშვები თანატოლებს ინტელექტუალური და გონებრივი შესაძლებლობებით არ ჩამოუვარდებიან. 

 

„ამ ბავშვებს არ გააჩნიათ არანაირი ინტელექტუალური პრობლემა, გონებრივი განვითარება აბსოლუტურად ნორმალურია და სიცოცხლის ხანგრძლივობაც ისეთივეა, როგორიც სხვა, ჯანმრთელი ადამიანის. ერთი რაც მნიშვნელოვანია, ამ დაავადებას გართულებები ახასიათებს, ეს გართულებები მრავალნაირია, მაგალითად - მორეციდივე ოტიტი, ანუ შუა ყურის ანთება, რომელიც ხშირად მეორდება; ძილის დარღვევა და ძილში სუნთქვის გაჩერების სინდრომი; ხერხემლის და სხვა დეფორმაციები, რომლებიც პერიოდულად საჭიროებენ ქირურგიულ ჩარევას და ა.შ. გართულებები საკმაოდ ბევრია, თუმცა, არცერთი მათგანი არ არის ისეთი, რომელიც სიცოცხლესთან შეუთავსებელია. მათი მიმდინარეობა და მართვა, გარკვეულწილად, განაპირობებს ამ ბავშვების სიცოცხლის ხარისხს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. 

 


მისივე თქმით, პრეპარატის კვლევის ძირითადი საგანი სწორედ ზრდის ხელშეწყობაა.

 

„ეს არ არის ის პრეპარატი, რომელსაც შეუძლია, ბავშვი დაიცვას, ვთქვათ ხერხემლის დეფორმაციისაგან, ან სხვადასხვა გართულებების განვითარებისაგან, რაზეც ვისაუბრეთ. ამ პრეპარატის გამოყენების ძირითადი იდეა გახლავთ სწორედ სიმაღლეში ზრდა. ძალიან ბევრი ასოციაციაა, მათ შორის ყველაზე ცნობილი მსოფლიოში - "ამერიკის პატარა ადამიანების" ასოციაცია, რომლებსაც საერთოდ მიუღებლად მიაჩნიათ ამ პრეპარატზე აქცენტის გაკეთება და ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ფარმაკოლოგიური ინტერვენციის ნაცვლად, ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს სოციალურ ინტერვენციებზე“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ



 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up