„ეს არავისთვის  ტვირთი  არ  იქნება, ეს უნდა იყოს ბაზრის დამარეგულირებელი, რომელიც მოსახლეობას ყოფას შეუმსუბუქებს“ - ივა ჭყონია „სამართლიანი ვაჭრობის“ შესახებ კანონპროექტზე

„ეს არავისთვის ტვირთი არ იქნება, ეს უნდა იყოს ბაზრის დამარეგულირებელი, რომელიც მოსახლეობას ყოფას შეუმსუბუქებს“ - ივა ჭყონია „სამართლიანი ვაჭრობის“ შესახებ კანონპროექტზე

access_time2023-02-21 21:00:09

„ეს რეგულაცია ჩარჩოებში ჩასმას, ან პროდუქტზე ფასის ზედა ან ქვედა ზღვრის დაწესებას არ ითვალისწინებს“ – ამის შესახებ დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონიამ  პრემიერის დაანონსებულ საკანონმდებლო  ცვლილების კომენტირებისას გაანცხადა, რომელიც  „სამართლიანი ვაჭრობის“ შესახებ ევროდირექტივის დანერგვას გულისხმობს.

 


„იმის გამო, რომ იმპორტიორ კომპანიებს პროდუქციის მაღალ ფასში მიწოდება უწევთ, ბევრი პრობლემა იქმნება, ამის ერთ-ერთ ფაქტორი არის გადაზღვევა. ბოლო წლების განმავლობაში ბაზრიდან არაერთი მოთამაშეა გასული, ამას  ემატება ისიც, რომ 2022  წელს დაახლოებით 400-მდე საცალო-სავაჭრო წერტილი დაიკეტა, რაც სადისტრიბუციო კომპანიებს მძიმე ტვირთად აწევს. შესაბამისად, ამ კანონპროექტში ძალიან მნიშვნელოვნად და კარგად  არის  ჩაშლილი  თუ როგორ  უნდა იქნეს დაბალანსებული ძალაუფლება ბაზარზე. აქ  ერთი რამ  არის ხაზგასასმელი, კანონპროექტი, რომლის მიღებაც იგივე ევროდირექტივიდან  გამომდინარე გვიწევს, ყველა ქვეყანაში ინდივიდუალურია და მისი  პირდაპირ გადმოკოპირება ვერ მოხდება.

 


ამ კანონპროექტის შემუშავების დროს დისტრიბუტორთა და რითეილერთა ასოციაცია  აქტიურად ვიქნებით ჩართული, რომ ბიზნეს საფრთხე არ  შეექმნას,  კონკურენცია  არ  შეიზღუდოს და დადებითად აისახოს მოსახლეობაზე. ეს კანონი არ უნდა იყოს ისე გაგებული, რომ მთავრობა ჩაერევა და რაღაცას შეზღუდავს, იმიტომ რომ ვერ  შეზღუდავს,“ - აღნიშნა ივა  ჭყონიამ.

 


ჭყონიას განმარტებით არაბრენდირებულ სახალხო პროდუქტზე ფასნამატი, რომელიც ისედაც ძალიან დაბალია,  ფიზიკურად ვერ შეიცვლება, მაგრამ კონკრეტული ბრენდის და მარკის პროდუქტებზე შეიძლება რაღაც კონსენსუსი გამოიძებნოს. მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი დადებითად აისახება არა მხოლოდ პირველადი  მოხმარების  პროდუქტზე, არამედ ზოგადად ბაზარზე ურთიერთობას დაარეგულირებს.

 



„აქ არ არის ჩაშლილი, რომ  მხოლოდ ზეთზე, წიწიბურაზე ან შაქარზე უნდა დარეგულირდეს ფასი. ზოგადად ევროპის  ქვეყნებში მიღებულია  და დაშიფრულია სოფლის მეურნეობის პროდუქტები და სხვადასხვა სურსათი, შესაბამისად, აქ ვერ მოვიაზრებთ მხოლოდ  პირველადი მოხმარების პროდუქტებს. ეს დაარეგულირებს ორ სუბიექტს - სადისტრიბუციო კომპანიებსა და რითეილ  სექტორს შორის  ურთიერთობას და რაღაც ჩარჩოებში ჩასვამს, რათა ძალიან დაბალი იყოს იმის რისკი, რომ რომელიმე მხარე აღმოჩნდეს საფრთხის ქვეშ და შემდეგ უკვე მოსახლეობაზე გადავიდეს.

 

  

ეს თამაშის წესები, რომელშიც ჩვენ აქტიურად ვიქნებით ჩართულები ბაზარს რადიკალურად  შეცვლის, ბაზარი უკვე ერთხელ და სამუდამოდ დარეგულირდება და სწორი თამაშის  პრინციპით  გავყვებით. ეს არავისთვის ტვირთი არ იქნება, ეს უნდა იყოს ბაზრის დამარეგულირებელი, რომელიც მოსახლეობას ყოფას შეუმსუბუქებს,“ - განაცხადა ივა ჭყონიამ.

 

  

 

 

თაკო კვაჭანტირაძე




 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up