ეს არის ის სამართლიანი მარჟა რაც ამ სეგმენტს და ინდუსტრიას უნდა ჰქონდეს - მინისტრი წამლების რეფერენტულ ფასზე

ეს არის ის სამართლიანი მარჟა რაც ამ სეგმენტს და ინდუსტრიას უნდა ჰქონდეს - მინისტრი წამლების რეფერენტულ ფასზე

access_time2023-02-15 21:10:02

„დღეიდან, წამლებზე რეფერენტული ფასი ამოქმედდა.  ძალიან მიხარია, რომ რამდენიმე კომპანიამ ეს ამოქმედებამდე გაითვალისწინა და კონკრეტულ მედიკამენტებზე, უკვე ფასი მნიშვნელოვნად დაწია. ეს არის პირველი ეტაპი და უკვე მომდევნო პერიოდში გავაგრძელებთ რეფერენტული ფასების დაწესებას მედიკამენტების  სხვა  ჯგუფებზე“, - აღნიშნულის ზურაბ აზარაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.



ჯანდაცვის მინისტრის თქმით,  რეფერენტული ფასი 800-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ამოქმედდა. საერთო ჯამში კი, რეფორმა ქვეყანაში წამლის ღირებულებას 40%-ით გააიაფებს.



მინისტრმა, რეფერენტული ფასის დაწესებისა და ამოქმედების პროცედურებზეც გაამახვილა ყურადღება. ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ მედიკამენტების ნაწილზე, რომელზე განსაზღვრული ფასი ფარმაცევტულმა სექტორმა გაასაჩივრა, ცვლილება 15 მარტიდან ამოქმედდება.



„1200-ზე მეტი მედიკამენტიდან, ნაწილი გასაჩივრდა. ზუსტად ამიტომ, დღეს, 800-ზე მეტი წამლის რეფერენტული ფასი შევიდა ძალაში. დარჩენილი, 400-ზე ცოტა მეტი წამლის ფასის გადახედვა მოხდა და მათ უკვე ახალი, 1-თვიანი ვადა აქვთ. საერთო ჯამში კი,  15 მარტიდან, 1200-ვე მედიკამენტზე ამოქმედდება რეფერენტული ფასი“,  - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.




მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მედიკამენტების ფასის დათვლის აღნიშნული მეთოდოლოგია, ევროპასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში აპრობირებული პრაქტიკაა.



„საბითუმო რეფერენტული ფასი და ასევე მარჟები, რაც აფთიაქებს განვუსაზღვრეთ, სხვა ქვეყნების, ანალოგიური მედიკამენტების ფასიდან არის გამოყვანილი.  ეს, საერთო ჯამში, არის ის სამართლიანი მარჟა რაც ამ სეგმენტს და ამ ინდუსტრიას უნდა ჰქონდეს. სხვადასხვა ბევრ და  გაცილებით მაღალშემოსავლიან ქვეყნებში, თუ ეს ფასები მისაღებია - სადაც GDP ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით მეტია და ეკონომიკურადაც უფრო წინ არიან, მაშინ მით უმეტეს ჩვენ ქვეყანაში პრობლემა არ უნდა შეიქმნას. სექტორს ჩვენ ვუტოვებთ აუცილებელ და სამართლიან მარჟას, რაც როგორც საბითუმო, ისე საცალო კომპანიის ფუნქციონირებისთვის საჭირო და აუცილებელია“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.



შეგახსენებთ, რომ მოსახლეობისთვის წამლებზე  ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფომ, ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც, მათი რეალიზაცია აიკრძალება.

მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს.

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up