„ეს არის ყველაზე უფრო ბნელი დრო ევროპისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ბირთვულმა ზესახელმწიფომ განახორციელა შეტევა მის მეზობელ სახელმწიფოზე და სხვა ქვეყნებმა უნდა მიიღონ ზომები რომ სიტუაცია დასტაბილურდეს. ეს არის არა მხოლოდ საერთაშორისო კანონის დარღვევა, არამედ ჰუმანრობის ნებისმიერი პრონციპების დარღვევა“, — განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელმა ბრიფინგზე.
„ეს გამოიწვევს არაერთი სიცოცხლის დაკარგვას და არაპროგნოზირებად შედეგებს. ევროკავშირი რეაქციას მისცემს ასეთ ქმედებებს. ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ამ საღამოს მოიწვია შეკრება და ის მოგვცემს პოლიტიკურ მითითებებს, პაკეტს სანქციებისა რომელიც უნდა განვახორციელოთ, ეს იქნება ყველაზე ძლიერი პაკეტი რომელიც ოდესმე განგვიხორციელებია. ეს არის გლობალური თანასაზოგადოების მომავალი, ჩვენ გავერთიანდებით რათა დავიცვათ ეს ქვეყანა. ჩვენ გავუწევთ დახმარებას, ჩვენ დავუჭერთ მხარს საევაკუაციო ოპერაციებს.
პრეზიდენტმა პუტინმა უნდა შეაჩეროს ასეთი უაზრო აგრესია, ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და მათთან ერთად ვიქნებით “, — აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.