პრემიერ-მინისტრის ბრალდებიდან 24 საათის შემდეგ, რაც მან იმპორტიორები მაღალი ფასნამატების დაწესებაში და ხალხის ხარჯზე გამდიდრებაში დაადანაშაულა მასზე კონკრეტული პასუხი არ ყოფილა არც დისტრიბუტორთა და არც რითეილერთა ასოციაციიდან. სწორედ ამ სექტორებს გადის სურსათი ვიდრე ის მომხმარებლის ხელში მოხვდება და სწორედ მათ მიემართებოდა პრემიერის კრიტიკაც.
„კომერსანტმა“ კონკრეტულ რითეილერებთან დაკავშირებაც სცადა, რომ მათ დამოუკიდებელი პოზიცია დაეფიქსირებინათ, თუმცა მათი უმრავლესობა კომენტარისგან თავს იკავებს. „კომერსანტმა“ შეძლო „აგროჰაბის“ გენერალურ დირექტორს ლაშა გოცირიძეს დაკავშირებოდა. ლაშა გოცირიძეს ბრალდებების ადრესატად მისი ჰიპერმარკეტი არ მიაჩნია, აცხადებს რომ ეს კრიტიკა მათ არ ეხებათ.
„ჩვენს შემთხვევაში - ეს ბრალდება „აგროჰაბს“ არანაირად არ ეხება. ეს შემიძლია ძალიან მოკლედ გითხრათ,“— განაცხადა ლაშა გოცირიძემ.