ეს დამატებითი წახალისებაა და არა არსებული პრობლემების გადაჭრა - ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია მთავრობის მიერ შეთავაზებულ ახალ ინიციატივაზე

ეს დამატებითი წახალისებაა და არა არსებული პრობლემების გადაჭრა - ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია მთავრობის მიერ შეთავაზებულ ახალ ინიციატივაზე

access_time2022-02-15 23:00:00

ეს დამატებითი წახალისებაა და არა არსებული პრობლემების გადაჭრა - ასე ეხმაურება ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის დირექტორი ანა საბახტარიშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ მთავრობის ახალ ინიციატივას. კერძოდ, მთავრობის ახალი ინიციატივით, სამშენებლო კომპანიებს საქართველოს მთავრობის გარანტიით შეუძლიათ დამატებით მოიზიდონ ფინანსური რესურსი ადგილობრივ ბაზარზე, ბანკებიდან.


ანა საბახტარიშვილი ამბობს, რომ ინიციატივა კარგია, თუმცა საჭიროა უფრო მეტი კონკრეტიკა.


,,ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაჟღერებული ინიციატივა ვერ აღვიქვით პასუხად იმ პრობლემებზე, რაც სექტორს აქვს. ეს უფრო მეტად არის დამატებითი ინიციატივა, რომელიც ახალ პროექტებს წაახალისებს. საგარანტიო ნაწილი, ცხადია იყო პრობლემა, მაგრამ არა ერთადერთი და არა, უმთავრესი. ამასთან ერთად, არის ძალიან ბევრი პრობლემა იგივე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, რომლებიც ხშირად ბუნდოვანია, როგორც პირობებით, ასევე ბუნდოვანია ვინ და რატომ იმარჯვებს. ჩვენს სექტორთან, ვისთან საუბარიც უკვე მოვასწარი ინიციატივის წარდგენამდე, არ ყოფილა კომუნიკაცია. არ ვიცი, შეიძლება დეველოპერებთან იყო.


ახლა, მნიშვნელოვანია, მოხდეს შეხვედრები და მეტი სიცხადე და მეტი დეტალი გავიგოთ რას ემსახურება ინიციატივა და როგორი იქნება დეტალები. იგივე ლარში აღებულ სესხებს შეეხება მხოლოდ, თუ ეს იქნება დოლარში აღებული სესხებზეც და სხვა დეტალები, რომლის ცოდნაც კომპანიებისთვის უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა ანა საბახტარაშვილმა.



კითხვაზე, რა არის ახლა სექტორისთვის მთავარი პრობლემა, საბახტარაშვილი ამბობს, რომ გაძვირებული სამშენებლო მასალები დღეს სექტორს ყველაზე მეტ წინაღობას უქმნის.


„პანდემიის შემდეგ, ყველაზე აქტუალური ჩვენი სექტორისთვის, სამშენებლო მასალებზე ფასების მკვეთრი ზრდაა. დაკონტრაქტება მოხდა ძველი ფასებით და დღეს დრამატულად არის გაზრდილი ფასი აბსოლუტურად ყველა პროდუქტზე. დაწყებული ძირითადი პროდუქტებით, როგორიცაა არმატურა, ცემენტი და ა.შ. დასრულებული დამხმარე მასალებით. არ აქვს მნიშვნელობა პროდუქცია იმპორტირებულია, თუ ადგილობრივი წარმოების.


ფასის მატება გამოიწვია ორმა ფაქტორმა უმთავრესად კურსის ცვლილებამ და ამას ემატება პანდემიის გამო, საერთაშორისო ბაზრებზე ფასის ცვლილებაც. დღეს, სექტორის მთავარი გამოწვევა ესაა. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ამ პრობლემის გრძელვადიანი გადაჭრის გზა სწორედ ინდექსაციის მოდელის დანერგვაა. აღნიშნული მოდელი შესაძლებლობას მოგვცემს, კონტრაქტების ღირებულება სწორედ ბაზარზე არსებული რეალობის მიხედვით შეიცვალოს. გარდა პროექტებისა, რომელიც დამკვეთებმა შეაჩერეს, დიდი რისკია პროექტების იმის გამო შეჩერების, რომ კომპანიები ფასთა სხვაობას უბრალოდ ვერ უძლებენ. როცა კონტრაქტი სხვა ფასების გათვლითაა დადებული და ახლა ბაზარზე სხვა არის“, - ამბობს საბახტარაშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“.


შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა სამშენებლო სექტორს კიდევ ერთ ინიციატივას სთავაზობს, რომლის მიზანია დარგის მხარდაჭერის პარალელურად, საჯარო კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში დაგეგმილი სახელმწიფო შესყიდვებში კონკურენციის ზრდა, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება როგორც ზოგადად ეკონომიკურ მაჩვენებელზე, ასევე მენაშენეთა დარგის განვითარებაზე.


bpn.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up