„ეს დიდი დარტყმა იქნება“ – კლინიკები ზურაბ აზარაშვილის განცხადებაზე

„ეს დიდი დარტყმა იქნება“ – კლინიკები ზურაბ აზარაშვილის განცხადებაზე

access_time2022-07-11 18:31:08

„ჯანდაცვის ასოაციაციაში შემავალი კლინიკებისთვის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება სიახლე იყო და ეს იქნება დიდი დარტყმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებისთვის“, – ასე ეხმაურება ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო კიკნაძე მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც „დიარჯი“ სისტემის შემოღებამდე ტარიფების ინდექსაცია არ იქნება.

 

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ გული წყდება, რომ კლინიკების მხრიდან აპელირება მხოლოდ ფინანსურ ნაწილზე ხდება.

 

„ჩვენ მხოლოდ ფინანსურ მხარეს არ ვჯერდებით და მნიშვნელოვანია ხარისხი იყოს ადეკვატური და არაფინანსური ნაწილიც იყოს მოწესრიგებული.  იყოს დაკმაყოფილებული სტანდარტები, რომელსაც  კლინიკებს ეტაპობრივად მოვთხოვთ,“ – აღნიშნა აზარაშვილმა.

 

ნინო კიკნაძის თქმით, მინისტრის ეს განცხადება კლინიკებისთვის სიახლე იყო, რადგან მანამდე კლინიკები ელოდებოდნენ, რომ რეანიმაციის ტარიფების ინდექსაცია მოხდებოდა და სწორედ ასეთი იყო შეთანხმება მინისტრის მოადგილეებთან.

 


„ინდექსაცია არის ერთერთი უმნიშვნელოვანესი თუნდაც იმიტომ, რომ პაციენტის მომსახურების ხარისხზე ყველაზე მეტად საბოლოო ჯამში აისახება სწორედ არასაკმარისი ტარიფები.

 

2013 წლის შემდეგ ჰოსპიტალურ მომსახურებაზე ხარჯების ზრდა მნიშვნელოვნად განაპირობა როგორც იმპორტირებული ინვენტარის და სამედიცინო აღჭურვილობის გაძვირებამ, ასევე კომუნალური გადასახადების ზრდამ და ტარიფები არათუ გაიზარდა, 2019 წლის 520-ე დადგენილების საფუძველზე შემცირდა,“- აღნიშნა კიკნაძემ.

 

მისი თქმით, დაწესებული ტარიფები ხშირ შემთხვევაში  გაწეული მომსახურების ხარჯს ვერ ფარავს.

 

„მინისტრმა ბრძანა, რომ ერთერთი უმნიშვნელოვანესი არის პაციენტის მომსახურების ხარისხი და ხარისხის დარეგულირება შემოწმებით და მონიტორინგით, რასაკვირველია, არ მოხდება,“ – აღნიშნა ჯანდაცვის ასოციაციის ხელმძღვანელმა.

 

მისი თქმით, მინისტრის დღევანდელი განცხადების შემდეგ სექტორი სამოქმედო ნაბიჯებზე ჩამოყალიბდება.


jandacva.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up