,,ეს დივერსიაა ჩვენი ეკონომიკის  წინააღმდეგ“ - რატომ იზრდება ფქვილის იმპორტი ნახტომისებურად

,,ეს დივერსიაა ჩვენი ეკონომიკის წინააღმდეგ“ - რატომ იზრდება ფქვილის იმპორტი ნახტომისებურად

access_time2021-10-22 16:50:41

სექტემბერში ფქვილის იმპორტი 7-ჯერ გაიზარდა. ფქვილის იმპორტიორი, თენგიზ ფაცაცია ამბობს, რომ ფქვილის იმპორტის ზრდის პროცესი ჯერ მხოლოდ იწყება და იმდენად შეუქცევადია, რომ ის, დიდი ალბათობით, ჩაანაცვლებს ხორბლის შემოტანას.

მისი თქმით, ხორბალზე საბაჟო გადასახადის დაწესება, რამაც ფქვილის იმპორტი გაზარდა, რუსული მხარის დივერსიაა საქართველოს ეკონომიკის წინააღმდეგ.

,,ევრაზიული კავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის, რუსეთს რამდენიმე პროდუქტზე განსხვავებული საბაჟო გადასახადი აქვს დაწესებული. ახლა ასეთია სიტუაცია, ჩვენ და აზერბაიჯანი 17%-ით მეტს ვიხდით ზეთზე და ხორბალზე, ვიდრე მაგალითად, სომხეთი. ამან განაპირობა, რომ ფქვილის იმპორტი იზრდება, რადგან ჩვენთვის მსგავსი გადასახადი არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ფქვილზე ფასი გაზრდილია თავად რუსეთშიც, მაგრამ ხორბლის შემოტანას და შემდეგ გადამუშავებასთან შედარებით მაინც ბევრად იაფია. ზრდა, რომელიც გვაქვს, ჯერ მხოლოდ პროცესის დასაწყისია.

ეს დივერსიაა ჩვენი ეკონომიკის წინააღმდეგ. ხორბალს ძვირად, ფქვილს იაფად გვაძლევენ, ამიტომ მზა პროდუქცია ჩაანაცვლებს ხორბლის იმპორტს და ამ პოლიტიკით ჩვენი წარმოებები გაჩერდება. უკეთეს შემთხვევაში, თვითონაც ფქვილის იმპორტიორები გახდებიან. ეს ყველაფერთან ერთად, ნიშნავს, რომ ათასობით ადამიანი დარჩება უმუშევარი. ამის ნამდვილად ძალიან მეშინია და გამოსავალიც არ ვიცი რა შეიძლება იყოს. მით უფრო, რომ ყაზახეთიდან, აშშ-დან და სხვა ქვეყნებიდან ლოჯისტიკური ხარჯი, რუსეთის გაძვირებული ხორბლის ფასს აღემატება“, - განაცხადა თენგის ფაცაციამ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

ინფორმაციისთვის, სექტემბერში ფქვილის იმპორტი 7-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის სექტემბერში საქართველომ 4 009 ტონა ფქვილი (1,234 მლნ აშშ დოლარი) შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 532 ტონა (146.4 ათასი აშშ დოლარი).


რაც შეეხება 9-თვიან მაჩვენებელს, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში ქვეყანამ 16 430 ტონა (4.897 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტის იმპორტი განახორციელა. მთავარი იმპორტიორი ქვეყანა კი, კვლავ რუსეთია, საიდანაც საქართველოში 9 თვეში 15 801 ტონა 4.614 მლნ აშშ დოლარის ფქვილი შემოვიდა.

Bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up