ბიუჯეტური უნგრული კომპანია Wizz Air აღმოსავლეთის ბაზრით ინტერესდება და მომავალ წელს ფლოტის გაზრდას 200 თვითმფრინავამდე, ხოლო 2030 წელს 500 თვითმფრინავამდე გეგმავს. როგორც კომპანიის პრეზიდენტმა რობერტ კერიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა აღნიშნულ ბაზარზე დიდ პოტენციალს ხედავს, მისივე თქმით ზრდა ასევე გაგრძელდება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაშიც.
„ეს ბაზარი ნამდვილად ახალია და კვლავ ვითარდება. აღმოსავლეთში ჯერ კიდევ არ არის ულტრა დაბალფასიანი სერვისები, ამიტომ ამ კუთხით, ნამდვილად განუვითარებელია. ეს ისაა, რაც ცენტრალურმა და აღმოსავლეთ ევროპამ დაახლოებით 20 წლის წინ გააკეთა, ხოლო დასავლეთ ევროპამ შესაძლოა უფრო ადრეც. ასე რომ, შესაძლებლობების პერსპექტივიდან ჩვენ იქ უდიდეს პოტენციალს ვხედავთ.
ჩვენ გავზარდეთ ფრენები აბუ დაბიში, დუბაიში, ჯედაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო და უფრო მეტ ადამიანს ვხედავთ, რომლებიც უნგრეთიდან, ცენტრალური, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპიდან ამ რეგიონებში მოგზაურობენ, ამიტომ ვაპირებთ ამ ზრდის შენარჩუნებას ახლო აღმოსავლეთში. ეს ძალიან საინტერესო რეგიონია და ჩვენი ფრენებიც ხალხის ინტერესის გათვალისწინებით იზრდება“ - განაცხადა ავიაკომპანიის პრეზიდენტმა რობერტ კერიმ.