ნატურალური ქართული პროდუქტების მაღაზია „ხურჯინი“ მკვეთრად გამოხატული ანტირუსული განწყობით

ნატურალური ქართული პროდუქტების მაღაზია „ხურჯინი“ მკვეთრად გამოხატული ანტირუსული განწყობით

access_time2022-11-07 16:00:56

ქართული ნატურალური არამალფუჭებადი პროდუქტების მაღაზია „ხურჯინი“ მეექვსე წელია ქართულ ბაზარზეა. როგორც მაღაზიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სანდრო ხაჯალიამ „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარდა, საქართველოს ყველა კუთხის გლეხებთან აქვთ პირდაპირი კომუნიკაცია და უშუალოდ მათგან იღებენ ნატურალურ ქართულ პროდუქციას. სახელწოდებაშიც ეს იგულისხმება - მთელი საქართველო ერთ ხურჯინშია თავმოყრილი.

 

მაღაზიაში სუნელ-საკმაზების დიდი არჩევანია, გაყიდვაშია ქართული ჩაის 50 სახეობა, კახური და იმერული ჩურჩხელები, ტყლაპები, თითქმის ყველა რეგიონიდან ჩამოტანილი თაფლი, მურაბები, ჩირები, ღვინო, საწებლები, თხილეული, ქართული ნუგბარი და სხვა პროდუქტი. 

 

რუსეთ-უკრაინის ომმა  ტურისტულ ნაკადის ზრდასთან ერთად, პროდუქციაზე ფასების ზრდაც გამოიწვია. სანდრო ხაჯალიას თქმით „ხურჯინში“ ქართველი მომხმარებელი უფრო საახალწლოდ და დღესასწაულების პერიოდშია აქტიური, სხვა დროს ტურისტები ჭარბობენ.


მაღაზიაში 60 სახეობის სუნელია გაყიდვაში. 100 გრამი 1-დან 10 ლარამდე ღირს; იმერული ჯანჯუხასა და კახური ჩურჩხელას ფასი 2.5-დან 4 ლარამდეა; 100 გრამი ჩაი - 6.5-დან 10 ლარამდე ღირს.


 

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პირველივე დღეებიდან მაღაზიაში უკრაინის მხარდამჭერი პოსტერები გამოჩნდა.

 

„რა თქმა უნდა, ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში, სხვაგვარად არ შეიძლება. ყველგან საქართველოს, უკრაინის და ჩვენი მეგობარი ქვეყნების დროშები გვაქვს გამოფენილი. პირველი ორი თვე რუსეთის მოქალაქეებს  მაღაზიაში არ ვუშვებდით. ამის გამო რამდენიმე ინციდენტიც მოხდა. პოსტერებზე პროტესტს, სადაც რუსული აგრესიაა დაგმობილი, არა მხოლოდ რუსები, ქართველებიც გამოხატავდნენ. რუს კლიენტებს რუსულ ენაზე არ ვემსახურებით. ამის გამო რუსები მაღაზიაში ნაკლებად შემოდიან. ეს ფინანსურად გვაზარალებს, მაგრამ ვცდილობთ მტერს დისკომფორტი შევუქმნათ“, აცხადებს სანდრო ხაჯალია.

 

ხურჯინი ევროპასა და კანადაში რამდენიმე მაღაზიას ქართული სუნელებით ამარაგებს და ონლაინ-გაყიდვებზეც მუშაობს.

 

მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up