უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის ქვეყანაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან გასულ ერთ წელს უწოდა ტკივილის, წუხილის, რწმენის და ერთიანობის წელი.
პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, 24 თებერვალს მილიონობით უკრაინელმა გააკეთა არჩევანი - არა თეთრი, არამედ ლურჯ-ყვითელი დროშა და არა გაქცევა, არამედ მტრის დახვედრა, წინააღმდგეობის გაწევა და ბრძოლა. უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ეს წელი გამარჯვების წელი იქნება.