ეს ნამდვილად ისტორიული მოვლენაა - პირველად ტარდება სამთო-სათხილამურო სპორტში უმაღლესი რანგის ტურნირი - ლევან დავითაშვილი

ეს ნამდვილად ისტორიული მოვლენაა - პირველად ტარდება სამთო-სათხილამურო სპორტში უმაღლესი რანგის ტურნირი - ლევან დავითაშვილი

access_time2023-02-18 21:30:25

„ეს ნამდვილად ისტორიული მოვლენაა - საქართველოში პირველად ტარდება სამთო-სათხილამურო სპორტში უმაღლესი რანგის ტურნირი, ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი. მოხარულები ვართ, რომ უმაღლესი შეფასება მივიღეთ მსოფლიო სათხილამურო ფედერაციისგან", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ღონისძიებაზე მედიასთან საუბრისას.

 

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებლად წლების განმავლობაში მიდიოდა მუშაობა, განსაკუთრებით ბოლო წლის განმავლობაში. მისი შეფასებით, ბაკურიანში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა  იმისთვის, რომ ქვეყანა მაღალ დონეზე მომზადებული შეხვედროდა ასეთი მაღალი დონის ტურნირს, მათ შორის გაკეთდა გათოვლიანების ხელოვნური 29-კილომეტრიანი სისტემა,  გაიხსნა რამდენიმე საბაგირო გზა, ასევე მოეწყო ხელოვნური ტბები, რათა კურორტზე გათოვლიანებისთვის წყლის საკმარისი რესურსები იყოს.

 

„ამ ორი კვირის განმავლობაში დავინახავთ, რომ ყველაფერი მაღალ დონეზეა ორგანიზებული, ბევრი უწყება და სამსახურია ჩართული პროცესში იმისთვის, რომ დამთვალიერებლებს, ვიზიტორებს და რა თქმა უნდა, სპორტსმენებს მაქსიმალური კომფორტი ჰქონდეთ და საქართველომ ისეთ დონეზე ჩაატაროს ტურნირი, რომელიც წლების განმავლობაში დაამახსოვრდება მსოფლიო სპორტულ საზოგადოებას. ჩემპიონატი უკვე ძალიან დიდ ყურადღებას იქცევს, ყურადღების ცენტრშია მთლიანად ჩვენი ქვეყანა და კურორტი ბაკურიანი. აქ ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ წლების განმავლობაში საქართველო იყოს მაღალი დონის სპორტული ღონისძიებების მასპინძელი", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


 

ლევან დავითაშვილის თქმით,  ეს ინფრასტუქტურა გამოდგება წლების განმავლობაში და საქართველო იქნება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კალენდრის ნაწილი.

 

„ჩვენ გვსურს, რომ გუდაური და ბაკურიანი ყოველწლიურად იყოს მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძელი. რა თქმა უნდა, ცნობადობა, რომელიც ამ კურორტს ექნება, განაპირობებს მეტ ვიზიტორს, მეტ ტურისტს და მეტ ეკონომიკას ბაკურიანისთვის", - აღნიშნა მინისტრმა.

 

ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში ბაკურიანის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატში 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი იღებს მონაწილეობას.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up