„ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ფარგლებს გარეთ პუტინი უნდა დააკავონ და გაასამართლონ“ - რა გამოხმაურება მოჰყვა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთსა და უკრაინაში

„ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ფარგლებს გარეთ პუტინი უნდა დააკავონ და გაასამართლონ“ - რა გამოხმაურება მოჰყვა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთსა და უკრაინაში

access_time2023-03-17 20:10:33

რუსეთი არ სცნობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და არ მოაწერა ხელი მის დამფუძნებელ დოკუმენტს - რომის სტატუტს. -  აღნიშნული განცხადებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემას გამოეხმაურა.


საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებებს ჩვენი ქვეყნისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მათ შორის იურიდიული თვალსაზრისით. რუსეთი არ არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის მხარე და არ ეკისრება მასზე ნაკისრი ვალდებულებები, - წერს ზახაროვა სოციალურ ქსელში.


რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმაც განაცხადა, რომ რუსეთი არ ცნობს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და არ შედის მის იურისდიქციაში.


უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მოკლედ გამოეხმაურა - „ეს მხოლოდ დასაწყისია“.


 

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის სიგნალი მსოფლიოსთვის, რომ რუსეთის ხელისუფლება კრიმინალურია.

 

„ამიერიდან რუსეთის პრეზიდენტს აქვს ეჭვმიტანილის ოფიციალური სტატუსი საერთაშორისო დანაშაულში - უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციასა და გადაყვანაში. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ფარგლებს გარეთ პუტინი უნდა დააკავონ და გაასამართლონ. მსოფლიო ლიდერები კი ხელის ჩამორთმევამდე ან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომამდე სამჯერ დაფიქრდნენ, მსოფლიომ მიიღო სიგნალი, რომ რუსეთის რეჟიმი კრიმინალია და მის ხელმძღვანელობასა და მოკავშირეებს პასუხს აგებენ. ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა უკრაინისა და მთელი საერთაშორისო სამართლის სისტემისთვის“ - წერს კოსტინი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.


2019 წლის ნოემბრის მონაცემებით, 123 სახელმწიფოა  რომის სტატუტის მხარე, მათ შორის სამხრეთ ამერიკის ყველა ქვეყანა, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა, ოკეანეთის უმეტესობა და დაახლოებით აფრიკის ნახევარი. ბურუნდი და ფილიპინები იყვნენ მხარე ქვეყნები, თუმცა დატოვეს შეთანხმება 2017 წლის 27 ოქტომბერს და 2019 წლის 17 მარტს.კიდევ 31 ქვეყანაა ხელმომწერი თუმცა მათ არა აქვთ რატიფიცირებული რომის წესდება.ხელშეკრულების სამართალი ავალდებულებს ამ სახელმწიფოებს თავი შეიკავონ „ქმედებებისგან, რომლებიც ეწინააღმდეგება ხელშეკრულების არსსა და დანიშნულებას“ მანამ, სანამ მათ აქვთ გაწევრიანების სურვილი. ოთხმა ხელმომწერმა: ისრაელმა, სუდანმა,აშშ-მ და რუსეთმა, აცნობეს გაეროს უშიშროების საბჭოს, რომ ისინი აღარ აპირებენ ხელშეკრულების წევრობას და, შესაბამისად, თავისუფლდებოდნენ წესდების სამართლებრივი ვალდებულებებისგან.

 

დამატებით 41 ქვეყანა არც ხელმომწერია და არც წესდების მხარე. უკრაინამ, რომელიც არც ხელმომწერია და არც მხარე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია მიიღო დროებით 2013 წლის ნოემბრიდან.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up