„ეს პროექტი მუნიციპალიტეტებს მისცემს შესაძლებლობას, ძველი გენგეგმები არსებულ რეალობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს“

„ეს პროექტი მუნიციპალიტეტებს მისცემს შესაძლებლობას, ძველი გენგეგმები არსებულ რეალობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს“

access_time2022-10-31 23:00:00

განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების, აგრეთვე მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში წარდგენილ დოკუმენტებში გამწვანების პროექტის, როგორც თანამედროვე, გარემოსდაცვითი სტანდარტების მქონე დოკუმენტის არსებობა სავალდებულო გახდება. ამას ითვალისწინებს კანონპროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


კანონპროექტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა. პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გოგი მეშველიანის, ირაკლი ხახუბიას, ბექა დავითულიანის, ლევან ქარუმიძისა და დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი სხდომაზე განსახილველად მაია ბითაძემ წარადგინა.


მისი განმარტებით, კანონპროექტით გათვალისწინებულია გამწვანების პროექტის დეფინიციის, შეთანხმების წესის და პირობების ჩამოყალიბება. განისაზღვრება გამწვანების პროექტის არსი, შეთანხმების მექანიზმი და ამისთვის შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები. პროექტის თანახმად, ინფორმაცია სამშენებლო ობიექტის საინფორმაციო დაფაზე აისახება. გამონაკლისი იქნება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები.


კანონპროექტით შემოდის „გამწვანების პროექტის“ განმარტება.



„მეორე მოსმენისთვის გავითვალისწინეთ კომიტეტის რეკომენდაცია და მისი ამოქმედების ვადამ 1 წლით, 2024 წლის 1 იანვრამდე გადაიწია. ვფიქრობთ, ეს დრო გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დონეზე მომზადდეს იმ ხე მცენარეთა ჩამონათვალი, რომელიც გაუადვილებს მუნიციპალიტეტებს და მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოებს დენდროლოგიური პროექტის დამტკიცებას და შეთანხმებას, ხოლო დეველოპერებს გამწვანების პროექტის მომზადებას გაუადვილებს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.


მისი თქმით, ამავე დროს მიმდინარეობს გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროექტი, რომელიც რამდენიმე რეგიონში საპილოტედ დენდროლოგიური პროექტების სტანდარტებს დაამუშავებს და მუნიციპალიტეტებისთვის ხე მცენარეების ნუსხას განსაზღვრავს. მისივე განმარტებით, მიმდინარეობს მოლაპარაკება გაეროს განვითარების პროგრამასთან, რომ მსგავსი პროექტი განხორციელდეს არა რამდენიმე მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი საქართველოსთვის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროც მზად არის ითანამშრომლოს მუნიციპალიტეტებთან, რომ ეს ერთწლიანი გარდამავალი პერიოდი მოსამზადებლად იყოს გამოყენებული. კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში შესატანი ცვლილების თაობაზე კიდევ ერთი კანონპროექტი განიხილა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ კომიტეტს მეორე მოსმენით განსახილველად წარუდგინა პროექტი, რომლის მიხედვითაც არსებულ და კონცეფციის გარეშე დამტკიცებულ ქალაქთმშენებლობით გეგმებში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება მარტივდება.


„2029 წლამდე მუნიციპალიტეტებს, სადაც არ არის კონცეფციები დამტკიცებული, საკუთარ მიწის ნაკვეთზე გეგმარებითი პირობების შეცვლით დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება მოითხოვოს ქალაქთმშენებლობით გეგმის პროექტში ცვლილების შეტანა და ამისთვის არ ექნება მთელი დასახლებისთვის გეგმის კონცეფციის მომზადების ვალდებულება. ეს პროექტი მუნიციპალიტეტებს მისცემს შესაძლებლობას, ძველი გენგეგმები არსებულ რეალობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს“, - განაცხადა მომხსენებელმა.


კომიტეტმა განხილულ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up