„ეს შეთანხმება ჩვენ  ქვეყანაში ინვესტიციებს გააათმაგებს“ -  დავით ცირდავა საქართველოსა და UAE-ს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე

„ეს შეთანხმება ჩვენ ქვეყანაში ინვესტიციებს გააათმაგებს“ - დავით ცირდავა საქართველოსა და UAE-ს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე

access_time2023-03-21 18:30:40

რას მოიცავს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმება და რა პერსპექტივებს ხსნის ეს შეთანხმება საქართველოსთვის ამ თემაზე  რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ აზიისა და  სპარსეთის  ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა დავით ცირდავამ ისაუბრა. მისი თქმით არაბთა გაერთიანებული საემიროები ინვესტიციების განხორციელებით არის დაინტერესებული, რაც ხელს შეუწყობს  სასურსათო უსაფრთხოებას, კლიმატური ცვლილებების შერბილებას და მნიშვნელოვანი გამოწვევების დაძლევას.


„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პროცესი 2020  წლის დეკემბერში  იყო დამტკიცებული და ძალიან სწრაფი ტემპით განვითარდა, მითუმეტეს ასეთი  ტიპის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება  საკმაოდ  გრძელვადიან პერსპექტივაში ხდება. ვფიქრობ რომ ეს ორ ქვეყანას  შორის სავაჭრო ურთიერთობის დინამიკას მნიშვნელოვნად  გაზრდის და ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

 

ეს შეთანხმება ჩვენ  ქვეყანაში ინვესტიციებს გაათმაგებს და ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ინვესტიციების მოცულობის  ზრდა ნიშნავს  სავაჭრო  ბრუნვის  ზრდასაც.  გასულ  წელს სავაჭრო ბრუნვამ  400 მილიონი დოლარი  შეადგინა, რაც პოსტპანდემიური ვითარების  ფონზე ცოტა არ არის.“, - აღნიშნა დავით ცირდავამ.

 

ცირდავას თქმით, როდესაც საუბარია ექსპორტის მიმართულებაზე, უნდა აღინიშნოს ისიც, თუ რა არის ამ ქვეყნებში მოთხოვნადი, მისივე  განმარტებით აქამდე ხორციელდებოდა ხალიჩების, ცოცხალი ცხვრის და თხის ექსპორტი, თუმცა ამ  ქვეყნებში აღნიშნული პროდუქტების ექსპორტი მასშტაბური არ  ყოფილა.

 

„მე ვფიქრობ რომ აღნიშნულ ქვეყნებში ქართულ ხიზილალას ძალიან დიდი  პოტენციალი  აქვს, არსებობს გარკვეული პროგრამები და ამ დარგის განვითარება  შეიძლება. გარდა ამისა საინტერესოა ჩაის  ექსტრაქტები და სხვადასხვა ტიპის  პროდუქცია. თუმცა აქ მხოლოდ  ექსპორტი  არ  არის მთავარი, ასევე მთავარია  იმპორტიც, სხვადასხვა  ტიპის  სიგარეტი, მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ავტონაწილები, სუნამოები და  სხვა შემოდის  საქართველოში საამიროებიდან. იმპორტს სამომხმარებლო ბაზარზე ძალია დიდი მნიშვნელობა  აქვს მართალია  ჩვენი  ქვეყნისთვის  ნომერ პირველი არის  ექსპორტი, მაგრამ იმპორტიც  ძალიან მნიშვნელოვანია,  რადგან ეს პროდუქტები ბიზნესს  სტიმულს  აძლევს.“ -  აღნიშნა  დავით  ცირდავამ.


 

ცირდავას თქმით არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებების  ფინალური  ეტაპი  სამაგალითოა ისეთი  ქვეყნებისთვის როგორიცაა ქუვეითი,  საუდის არაბეთი და სხვა, რადგან ეს მათთვის გადამდები იქნება.


„პირდაპირი  ინტერესი  გამოითქვა  პორტებთან დაკავშირებით, ასევე  ძალიან ინტერესდებიან  ტურიზმის მიმართულებითაც და უძრავი  ქონების  მიმართულებით.

 

რაც შეეხება  საქართველოს,  საკმაოდ  დიდი  ბაზარია  და  ჩვენ  თავისუფალი  ვაჭრობ  გვაქვს ჩინეთთან,  ევროკავშირთან და  როდესაც  ახალი  ბაზარი ემატება ეს  ნიშნავს  იმას, რომ ჩვენი ქვეყანა  მიმზიდველი და საინტერესოა.

 

საქართველო ინვესტირებისთვის ძალიან კარგი ადგილია, როგორც  გეოგრაფიული ასევე  სხვა კუთხით, მაგრამ არის ასევე  ლიბერალური  და  ხელსაყრელი ბიზნეს  გარემო,  მწვანე  ენერგიის  ხელმისაწვდომობა და  2 მილიარდზე  მეტი  მომხმარებლისთვის  ბაზრებზე  თავისუფალი  ვაჭრობის  შესაძლებლობა, ასევე  ენერგეტიკის  სფეროში  ერთ-ერთი  ყველაზე მეტად საინტერესო სფეროა  ინვესტორებისთვის.“ - აღნიშნა დავით ცირდავამ.

 

 


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up