„ეს სიფრთხილისკენ მიმართული ნაბიჯი ჩანს“ – „პაშა ბანკის“ გენერალური დირექტორი სებ-ის გადაწყვეტილებას აფასებს

„ეს სიფრთხილისკენ მიმართული ნაბიჯი ჩანს“ – „პაშა ბანკის“ გენერალური დირექტორი სებ-ის გადაწყვეტილებას აფასებს

access_time2021-12-24 10:00:17

უცხოურ ვალუტაში აღებული იპოთეკური სესხების მაქსიმალური დასაშვები ხანგრძლივობა 15 წლის ნაცვლად 10 წლით განისაზღრება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში არის აღნიშნული.



ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, 2021 წლის აპრილიდან უცხოური ვალუტით უზრუნველყოფილი იპოთეკური სესხების ზრდა დაჩქარდა. არსებული ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში კი ამ სესხების წლიური ზრდის ტემპი 2022 წელს 10 პროცენტი იქნება.



„ამ მსესხებლების უმეტესობა არაჰეჯერებულია, რაც მათ მაღალ მოწყვლადობაზე მიანიშნებს და პორტფელის ზომიდან გამომდინარე, ხელს უწყობს ფინანსურ სექტორში სისტემური რისკების დაგროვებას. ეს ასევე საფრთხეს უქმნის უძრავი ქონების ბაზრის მდგრადობას. სესხების მაქსიმალური ვადის შემცირება აღნიშნულ მოწყვლადობებს შეამსუბუქებს და მსესხებლებისთვის სტრესის შთანთქმის უნარს სესხების დაგრძელვადიანებით შესაძლებლობით გაზრდის, რაც ეფექტიანად იქნა გამოყენებული პანდემიის დროს. ვადიანობის შემცირება სესხების ამორტიზაციას დააჩქარებს, რაც საკრედიტო რისკებს შეამცირებს და ასევე დაეხმარება დიდი მოწყვლადობის შემცირებას, რომელსაც ეკონომიკის დოლარიზაცია წარმოადგენს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.




„პაშა ბანკი საქართველოს“ გენერალური დირექტორი ნიკოლოზ შურღაია „კომერსანტთან“ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას აფასებს და ამბობს, რომ ეს სიფრთხილისკენ მიმართული ნაბიჯია.



„ეს სიფრთხილისკენ მიმართული ნაბიჯი ჩანს. ერთის მხრივ, გულდასაწყვეტია, რადგან მომხმარებლებისთვის სესხის ხელმისაწვდომობა მცირდება. მეორეს მხრივ, რადგან ეროვნულმა ბანკმა ეს ნაბიჯი გადადგა, სავარაუდოდ სესხების ხარისხზე დადებითად იმოქმედებს. პაშა ბანკზე ამ ცვლილებას ზემოქმედება არ ექნება“, - ამბობს ნიკოლოზ შურღაია.



ბანკების ასოციაციაშიც აცხადებენ, რომ ამ სიახლით შეიზღუდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც იპოთეკურ სესხს უცხოურ ვალუტაში იღებს. გარდა ამისა, ეს გავლენას იქონიებს საკრედიტო პორტფელზეც და გარკვეულწილად შეამცირებს მისი ზრდის ტემპს. მიუხედავად ამისა, ალექსანდრე ძნელაძე ვარაუდობს, რომ 2022 წლის ზაფხულიდან რეფინანსირების განაკვეთი შემცირდება, რაც შეამსუბუქებს წნეხს უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე.



აღსანიშნავია, რომ 2019 წლის იანვრიდან 200 000 ლარამდე სესხების აღება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაშია შესაძლებელი - უცხოურ ვალუტაში კრედიტის ოდენობა 200 000 ლარზე მეტი უნდა იყოს. გარდა ამისა, 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ფიზიკურ პირებზე 367 მილიონი ლარის იპოთეკური სესხები გაიცა, აქედან 54% ლარის იპოთეკებზე მოდიოდა. 10 წელზე უფრო ხანგრძლივ იპოთეკებს შორის სავალუტო სესხები ჭარბობს. 10 წელზე მეტი ვადიანობის ახალ იპოთეკებს შორის ოქტომბერში 121.3 მილიონი ლარის ეროვნული ვალუტის იპოთეკები და 131 მილიონი ლარის სავალუტო იპოთეკები გაიცა.



ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up