„ეს სრუტეები გარესამყაროსთან გვაკავშირებს - ყველა კონტეინერი ბოსფორის სრუტის გავლით შემოდის და გადის“ - როგორ აისახება თურქეთის გადაწყვეტილება ფასებზე

„ეს სრუტეები გარესამყაროსთან გვაკავშირებს - ყველა კონტეინერი ბოსფორის სრუტის გავლით შემოდის და გადის“ - როგორ აისახება თურქეთის გადაწყვეტილება ფასებზე

access_time2022-08-30 20:00:00

ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გემებისთვის გავლის საფასურის ზრდა საბოლოო ჯამში პირდაპირ აისახება სამომხმარებლო ფასებზე, ასევე გართულდება ლოგისტიკა შავ ზღვაში - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი იაშვილმა განუცხადა.


ცნობისათვის, 7 ოქტომბრიდან თურქეთი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გავლის საფასურს 5-ჯერ გაზრდის. განკარგულების თანახმად, 1 ტონაზე გადასახადი 0.8 დოლარიდან 4 დოლარამდე მოიმატებს, რამაც შემოსავალი 40 მილიონი დოლარიდან 200 მილიონ დოლარამდე უნდა გაზარდოს.


„წარმოუდგენელი ზრდაა. ეს სერიოზულად გაზრდის როგორც საიმპორტო, ასევე საექსპორტო გადაზიდვების ღირებულებას. ომის ფონზე შავ ზღვაში სადაზღვევო გადასახადები ისედაც გაძვირებულია, პანდემიის შემდეგ ლოგისტიკაც გაძვირდა, ამ ყველაფერს დამატებული ეს ცვლილება კი ტვირთის მფლობელების ხარჯებს ძალიან გაზრდის, რაც, საბოლოო ჯამში, სამომხმარებლო საქონლის ფასზე აისახება.


ამ გადასახადს, როგორც წესი, იხდის გემის მეპატრონე, მაგრამ გემთმფლობელი გემს აქირავებს ტვირთებისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა შემთხვევაში, ეს აისახება საბოლოო მომხმარებელზე. ეს მოახდენს ზეგავლენას გემის ფასზეც და შესაბამისად, გემის დამქირავებელი დაიწყებს ფიქრს, თუ რა ქნას და რა ალტერნატიული გზები მოძებნოს.


ეს სრუტეები გარესამყაროსთან გვაკავშირებს. საქართველოში ყველა კონტეინერი ბოსფორის სრუტის გავლით შემოდის და გადის. სამანქანო გადაზიდვები ბოსფორს გვერდს უვლის და პირდაპირ გადადის ევროპაში ბორნით, თუმცა მათი რაოდენობა შეზღუდულია და ბოსფორის მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ შედარებაც კი არ შეიძლება”, - ამბობს ირაკლი იაშვილი.



ირაკლი იაშვილის თანახმად, ამ პერიოდში გაზრდილია და საქართველოდან, სხვა პროდუქციასთან ერთად, სრუტის გავლით დიდი რაოდენობით სასუქი გადის. მიუხედავად იმისა, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ნაწილის გატანა უკრაინაზე გამავალი მარშრუტითაა შესაძლებელი, რუსულმა სამხედრო აგრესიამ მდგომარეობა შეცვალა და ამ სრუტეების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაზარდა.


“ამ პერიოდში ძალიან გაიზარდა სასუქი და დიდი რაოდენობით გადის, გოგირდი, გვარჯილა და სხვ. ასევე ჭიათურის ფეროშენადნობები, ღვინო, თითქმის ყველაფერი ბოსფორის გავლით გადის. ხილის და ღვინის პროდუქციის ნაწილის გატანა მანქანებითაცაა შესაძლებელი, თუმცა მარშრუტი უკრაინაზე გადის და ახლა ვითარების ცვლილების გამო ძირითადი დატვირთვა საზღვაო გადაზიდვებზეა.


არ მინდა დავიჯერო, მაგრამ ხუთმაგი ზრდა ძალიან შეცვლის და გაართულებს ლოგისტიკას. მაგალითად, ჩვენი საკონტეინერო კომპანია ქირაობს გემს, თუ გაიზარდა გადასახადი, მაშინ კონტეინერის გემზე დადების და გადაზიდვის გადასახადიც გამეზრდება, რომელიც, შესაბამისად, კონტეინერში მოთავსებული ტვირთის მფლობელმა უნდა დაფაროს და საბოლოო ჯამში, ამის გადახდა მომხმარებელს მოუწევს, როგორც ჩვენთან, ისე საექსპორტო ქვეყანაში. ამას რამდენად აიტანს ჩვენი პროდუქცია, არ ვიცი. მგონია, რომ ამისთვის მზად არ ვართ”, - თქვა ირაკლი იაშვილმა.


ცნობისთვის, 1936 წელს მიღებული მონტრეს კონვენციის შესაბამისად, აღდგა თურქეთის სუვერენიტეტი სრუტეებზე, კომერციული გემებისათვის ამ სრუტეებში გავლა კი მშვიდობიანობისა და ომიანობის დროს გახდა თავისუფალი. შავიზღვისპირა ქვეყნების სამხედრო ხომალდებს სრუტეებში ატარებენ არსებითი შეზღუდვების გარეშე. სხვა ქვეყნების სამხედრო გემების გატარება იზღუდება მათი კლასის, ტონაჟის და შავ ზღვაში ყოფნის ვადების მიხედვით.


ბიზნესპრესნიუსი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up