საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნულ გალერეასთან მიმდინარე აქციას ეხმაურება, სადაც მოქალაქეები მხატვარ სანდრო სულაბერიძის მიერ გამოფენიდან საკუთარი ნახატის ჩამოხსნის გამო, მის მიმართ დაწყებულ სამართლებრივ დავას აპროტესტებენ. პრეზიდენტი წერს, რომ გალერეის უკან 20 პოლიციის მანქანა დგას და ეს ყველაფერი მას სხვა ეპოქას ახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს.
„20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერეის უკანა ეზოში. მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს????
ცოტა არ იყოს სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი