ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ დაამტკიცა ბატარეების დაფინანსების პროექტი, რომელიც ბირთვულ ნარჩენებზე იმუშავებს. ასეთი ბატარეა კოსმოსის შესასწავლად იქნება გამოყენებული და ისეთ ადგილებში იმუშავებს, სადაც მზის ენერგიაზე წვდომა არ არის, მაგალითად — მთვარის ბნელ მხარეს.
ამერიციუმი პლუტონიუმის დაშლის შედეგად წარმოიქმნება. მეცნიერების აზრით, მისი ბატარეებისთვის გამოყენება სავსებით შესაძლებელია. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ბირთვული ნარჩენებიდან ამერიციუმის გამოყენება მოხდება. თანამედროვე ბატარეები პლუტონიუმ-238-ზე მუშაობს, მაგრამ მისი წარმოება ძვირია. გარდა ამისა, ამ ელემენტის მსოფლიო მარაგის ლომის წილი შეერთებულ შტატებსა და რუსეთზე მოდის.
ESA-მ ამერიციუმის ბატარეის განვითარებისთვის 29 მილიონი ევრო გამოყო. სააგენტო თვლის, რომ ეს რუსეთზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევას შეუწყობს ხელს.