საზოგადოებაში ფეხგადგმულ ე.წ. „პატერნალისტური ცნობიერება“-ზე , სოციოლოგიის დოქტორი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების ხელმძღვანელი იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუქში საუბრობს. მისი თქმით პოსტსაბჭოთა საქართველოში სოციალურ-ეკონომიკურ ნიადაგზე მასობრივი გამოცვლები პრაქტიკულად ყოფილა და ადამიანები სიღარიბეს და უმუშევრობას არ აპროტესტებდნენ.
რატომ? იმიტომ, რომ მათ აქვთ განცდა, რომ ეკონომიკური პრობლემები მთავრობამ უნდა მოაგვაროს და თუ ისინი მთავრობის საწინააღმდეგოდ გამოვლენ, კიდევ უფრო მეტად დაისჯებიან.
ესაა ე.წ. „პატერნალისტური ცნობიერება“, როდესაც მფარველს ეძებ და ეფერები, იმის მიუხედავად, რომ ისაა დამნაშავე. და მაშინ უფრო ეფერები, როდესაც ძლიერ ალტერნატივას (ოპოზიციას) ვერ ხედავ.
თან რომ გშია და თან რომ მთავრობა მოგწონს, სწორედ ასეთი ცნობიერების ნაყოფია. და ავტორიტარულ რეჟიმებსაც ასეთი ცნობიერება ასაზრდოებს“, – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი.