ესპანელმა მეცნიერბმა პომიდვრის ქერქისგან ბიოპლასტმასი მიიღეს

ესპანელმა მეცნიერბმა პომიდვრის ქერქისგან ბიოპლასტმასი მიიღეს

access_time2021-11-22 11:30:00

ესპანელმა მკვლევარებმა პომიდვრის ნარჩენებისგან ბიოპლასტიკა შეიმუშავეს. კვლევა ლა მაიორას სუბტროპიკული და ხმელთაშუა ზღვის მებაღეობის ინსტიტუტში (La Mayora Subtropical and Mediterranean Hortofruticulture Institute-IHSM) ჩატარდა, რომელიც სამხრეთ ესპანეთის საპორტო ქალაქ მალაგაში მდებარეობს.

პორტალ FreshPlaza-ს ცნობით, პომიდვრის ნარჩენებისგან შექმნილ ბიოპლასტიკას კომერციული შეფუთვის პლასტმასის მსგავსი თვისებები აქვს და ზღვაში ერთ თვეში იშლება. ეს გაცილებით მოკლე დრო, ვიდრე 450 წელი, რაც ნავთობისგან მიღებული პლასტმასის დაშლას სჭირდება.

ესპანელმა მეცნიერებმა პომიდვრის ფოთლებიდან, ღეროებიდან და კანიდან, რომლებიც საკონსერვო ინდუსტრიაში ტომატის სოუსის ან კეტჩუპის დამზადების შემდეგ იყრება, ცელულოზა ამოიღეს. მკვლევარებმა ეს ნარჩენები მყარი და გამჭვირვალე ფირის ან პოლიეთილენური შესახვევის შესაქმნელად გამოიყენეს, რაც შესაძლოა, მრავალჯერადად იქნეს გამოყენებული.

IHSM-ის მკვლევარი, ხოსე ალეხანდრო ერედია აცხადებს, რომ ამ ნარჩენებისგან მიღებულ ცელულოზისგან მიიღება მასალა, რომელიც შესაძლოა, ანტიბაქტერიული ბიოაქტიური ნივთიერებებითა და ანტიოქსიდანტებით იქნეს მოდიფიცირებული. მას საკვების შეფუთვის თვისებები აქვს და პლასტმასის კონტეინერებთან შედარებით, მინიმალურ დროში იშლება.

ეს ბიოპლასტიკა შესაძლოა, ჰიდროფობიური, ფლუორესცენტური, მარგალიტისფერი იყოს, ან განსხვავებული ფერები და ჩრდილები ჰქონდეს, რაც სინათლის ზემოქმედებაზე არის დამოკიდებული.


ამ ბიოპლასტიკის გამოყენება „ჭკვიანი შეფუთვის“ დასამზადებლად არის შესაძლებელი. ამ დროს, ანუ საკვების დასაცავად გამოყენებისას, პლასტმასი თავდაპირველ ფერს კარგავს, რადგან ის შთანთქავს წყალს, იწყებს სტრუქტურის, ანტიოქსიდანტური თვისებების დაკარგვას, რაც ერთგვარი სენსორის ფუნქციას ასრულებს და უსარგებლო ხდება. გარდა ამისა, ამ პლასტმასის გამოყენება ქილის შიდა ფენის დასაფარად არის შესაძლებელი.

ხოსე ალეხანდრო ერედიას თქმით, ბიოპლასტმასი ნავთობისგან წარმოებულ პლასტმასს არაფრით ჩამოუვარდება, რადგან ლითონის კოროზიისგან დაცვაც შეუძლია და არც საკვებში იჟღინთება. თუმცა მკვლევარი აცხადებს, რომ ეს ახალი პლასტმასი სექტორში დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაინერგება, რადგან პლასტმასის მრეწველობას უნდა შეეძლოს იგივე მექანიზმების გამოყენება, რათა ეს ცვლილება ეკონომიკურად მომგებიანი იყოს, ეს კი კვების მდგრადობასა და გარემოს დაცვაში რევოლუციის ტოლფასია.


bpn.ge


თეგები:
პომიდორი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up