ესპანელმა სამართალდამცველებმა Repsol-ის, Cepsa-ს და BP-ის ოფისებში რეიდები ჩაატარეს. მიზეზი საწვავის ბაზარზე ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაა.
სამი კომპანიის წარმომადგენლებმა დაადასტურეს ის ფაქტი, რომ ენერგეტიკის სექტორში აღმოჩენილი რამდენიმე დარღევევის გამო ოფიციალური პირები, მადრიდში, მათ სათავო ოფისებში შევიდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, რეიდები ბენზინგასამართი სადგურების ოპერატორების საჩივრებმა გამოიწვია. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, დიდი კომპანიები - Repsol-ი, Cepsa და BP-ი ბაზარზე ორმაგ თამაშს თამაშობენ - მაღალ საბითუმო ფასებს აწესებენ, შემდეგ კი მომხმარებლებს დიდ ფასდაკლებებს სთავაზობენ, რის შემდეგაც მცირე ბიზნესოპერატორები ფასებს კონკურენციას ვეღარ უწევენ.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს (CNMC) დამკვირვებლების აქამდე უცნობი გამოძიება ესპანეთის ხელისუფლებასა და ენერგეტიკულ სექტორს შორის ურთიერთობის დაძაბულობის ახალი წყარო გახდა.
Repsol-ი და Cepsa უკვე დიდი ხანია ესპანეთის ნავთობის ბაზარზე დომინანტები არიან. ამასთან ერთად, საწვავზე დამოკიდებულების შემცირებას და განახლებადი ენერგიის პროექტებში ინვესტირებას ორივე მათგანი ცდილობს.