ესპანეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც პლაჟებზე მოწევას კრძალავს. კანონის მიზანი პლაჟების ქვიშაში სიგარეტის ნამწვების დაგროვებასთან ბრძოლაა. ინფორმაციას The Times ავრცელებს.
ახალი კანონის დამრღვევები 2000 ევრომდე დაჯარიმდებიან. პლაჟებზე, ასევე, ერთჯერადი პლასტიკური პაკეტების გამოყენება აიკრძალა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი აცხადებს, რომ ქვეყანა მიზნად ისახავს, ნახშირბადის ნეიტრალიტეტს 2050 წლისთვის მიაღწიოს.
BPN.GE