ბოლო ერთი წლის განმავლობაში ესპანეთში რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი 84%-ით გაიზარდა. ენერგეტიკული კავშირების გაწყვეტის მცდელობის მიუხედავად, ეს გვიჩვენებს, როგორ რჩება ევროპა მოსკოვზე დამოკიდებული. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
მას შემდეგ, რაც ალჟირიდან ესპანეთში ბუნებრივი აირის მიწოდება, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური დაპირისპირების გამო, შემცირდა, ესპანეთი იძულებული გახდა, რომ რუსეთიდან ბუნებრივი აირის შესყიდვები გაეზარდა.
Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ესპანეთი ევროკავშირში რუსული გაზის ყველაზე დიდი მყიდველია. შემდეგ მოდის ბელგია და საფრანგეთი.
ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის მონაცემებით, ესპანეთი რუსულ ნავთობში 944 მილიონ ევროს ხარჯავს.