ესტონეთი უკრაინელებს ორ საველე საავადმყოფოს აუშენებს. მიზანი უკრაინელების სამედიცინო შესაძლებლობების, განსაკუთრებით ფრონტის ხაზზე, კიდევ უფრო გაზრდაა.
ინფორმაციას, ახალი შეთანხმების შესახებ, ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
პროექტის დამფინანსებლები ნორვეგიისა და ნიდერლანდების მთავრობები იქნებიან.
სამი ქვეყნის წარმომადგენელებმა, შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერეს, დოკუმენტის მიხედვით დაგეგმილია, ესტონელი მედიკოსების მიერ, უკრაინელი კოლეგების გადამზადება და მათთვის, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებაც.
"ჩვენი მიზნები იგივეა, ამ ომში, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, ხოლო რუსეთი აუცილებლად უნდა დამარცხდეს"- განაცხადა ჰანო პევკურმა, ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა.
ანალოგიური პოზიცია აქვს ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის მინისტრს, რომლის აზრითაც, ზამთრის დადგომასთან ერთად, საერთაშორისო სამხედრო მხარდაჭერას, კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით, იმ ფონზე, როდესაც რუსები სამოქალაქო ობიექტებზე შეტევებს ახორციელებენ.