ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ესტონეთი ბალტიის ზღვაში რუსული გემების ინსპექტირებას იწყებს, რათა ფინეთის ყურე რუსეთის ნავიგაციისთვის პოტენციურად დახუროს. ესტონეთის დიპლომატიური სააგენტო უარყოფს მოსაზრებას, რომ ეს ღონისძიება მოსკოვის სანქციებით უფრო ეფექტურ დასჯას ისახავს მიზნად. თუმცა მიიჩნევენ, რომ სწორედ ესაა ამ ინიციატივის ფარული მოტივი.
ინსპექტირება ესტონეთის სანაპიროდან 24 საზღვაო მილის მანძილზე განხორციელდება და მთელ ფინეთის ყურეს მოიცავს. საერთაშორისო საზღვაო კანონმდებლობა ესტონეთს ამის სრული უფლებას აქვს. ქვეყნის სპეცსამსახურებს რუსული სამხედრო და სამოქალაქო გემების შემოწმებას დაიწყებენ. თუ ისინი ინსპექტირებაზე უარს იტყვიან, მათ ფინეთის ყურეში გადაადგილება აეკრძალებათ.
როგორც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ განმარტა, გემების ინსპექტირება დადებითად იმოქმედებს ესტონეთის უსაფრთხოებაზე, გარემოს დაცვაზე, ასევე ზღვაში აღმოჩენილ არქეოლოგიურ და ისტორიულ ობიექტებზე.