ესტონეთმა ესტონურენოვან განათლებაზე გადასვლის გეგმა დაამტკიცა

ესტონეთმა ესტონურენოვან განათლებაზე გადასვლის გეგმა დაამტკიცა

access_time2022-12-18 15:30:30

ესტონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2030 წლისთვის სკოლების ესტონურ განათლებაზე გადასვლის გეგმა დაამტკიცა. 

ესტონეთის განათლების მინისტრის, ტინის ლუკასის თქმით,  ესტონურ ენაზე მასწავლებლების გადამზადების ადგილები უნივერსიტეტებში გაიზრდება, შეიქმნება განათლების უფრო მოქნილი ფორმები და პედაგოგებს ენის კურსებს შესთავაზებენ.

პროექტი მთავრობამ ოქტომბერში განიხილა და დაამტკიცა. 12 დეკემბერს ქვეყნის პარლამენტმა მიიღო შესაბამისი კანონი საბაზისო სკოლებისა და გიმნაზიების შესახებ, რომელიც ქმნის საფუძველს და პირობებს ესტონურენოვან განათლებაზე გადასვლისთვის.

"ესტონეთის ყველა სკოლისა და საბავშვო ბაღის საგანმანათლებლო საქმიანობის ესტონურ ენაზე გადასვლა არის დღევანდელი სამთავრობო კოალიციის მთავარი მიზანი, რომელიც შეესაბამება ბავშვებისა და ახალგაზრდების მომავლის ინტერესებს. ჩვენ გვინდა, რომ ესტონეთში ყველა ბავშვს, მიუხედავად მათი მშობლიური ენისა, ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს ხარისხიანი განათლება ესტონურ ენაზე. ეს მოგვცემს ესტონურენოვან საზოგადოებას და, შესაბამისად, ერთიან საინფორმაციო სივრცეს, რომლის აუცილებლობაც აშკარაა, თუ ვიაზრებთ რუსეთის იმპერიალისტური ინტერესებს", - განაცხადა ქვეყნის განათლების მინისტრმა.


სახელმწიფო ენაზე განათლებაზე გადასვლა 2024/25 სასწავლო წლიდან დაიწყება. ჯერ ესტონურზე საბავშვო ბაღები და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პირველი-მეოთხე კლასის მოსწავლეები გადადიან. გეგმის მიხედვით, ესტონურენოვან განათლებაზე სრული გადასვლა 2029/2030 სასწავლო წლის დასაწყისისთვის დასრულდება.

ERR აღნიშნავს, გიმნაზიებსა და საშუალო პროფესიულ განათლებაში 2029/30 სასწავლო წლამდე სხვა ენის - ძირითადად რუსულის წილი შეიძლება იყოს სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული განათლების მოცულობის 40%-მდე. 2024 წლიდან მასწავლებლებს ესტონური ენის ცოდნა C1 დონეზე მოუწევთ.

2021 წელს ესტონეთის 895 200 მოქალაქე (67%) აცხადებდა, რომ მისი პირველი ენა ესტონურია, ხოლო 381 900 ადამიანისთვის (29%) - რუსული.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up