ესტონეთის ქალაქ პალდისკიში გათხევადებული ბუნებრივი აირის საცავის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონური ტელეკომპანია ავრცელებს.
ანალოგიური ტერმინალის მშენებლობა დასრულდება დეკემბრისთვის ფინეთშიც, ქალაქ ინკოოში. ორივე ტერმინალი ერთიან სისტემაში იქნება ჩართული. ამასთან, პალდისკის ტერმინალს სარეზერვო ხასიათი ექნება, LNG-ტანკერი ძირითადად იქ დაიცლება, ვინაიდან ფინეთში გაზის მოხმარებაც ბევრად მაღალია ესტონეთზე.
გაზსაცავის მშენებლობის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ ესტონური ენერგოსისტემის ოპერატორი კომპანია Elering შეუდგება გაზის ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელი ეტაპიც 30 ნოემბრამდე დასრულდება. თავად LNG-ტანკერებს კი ფინელები მოემსახურებიან.