„ესტონური მოდელის“ არ ამოქმედებით, საფინანსო სექტორისთვის სერიოზული ცვლილება არ მოხდება“ - ლაშა ნიკოლაიშვილი

„ესტონური მოდელის“ არ ამოქმედებით, საფინანსო სექტორისთვის სერიოზული ცვლილება არ მოხდება“ - ლაშა ნიკოლაიშვილი

access_time2022-12-06 16:30:54

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ლაშა ნიკოლაიშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ „ესტონური მოდელის“ არამოქმედება ან თუნდაც გადასახადის 5%-ით გაზრდა საფინანსო სექტორზე და მსესხებლებზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს.


„ვფიქრობ „ესტონური მოდელის“ არამოქმედებით, არანაირი სერიოზული ცვლილება არ მოხდება საფინანსო სექტორისთვის. დღესდღეობით საქართველოში ყველაზე დაბალი საგადასახადო რეჟიმია ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით და ის, რაც დღეს არის, სრულიად მისაღებია სექტორისთვის. 


გადასახადების გაზრდაზეც იყო საუბარი 5%-ით, საფინანსო სისტემა ძალიან მდგრადია და კრიზისსაც კარგად გაუმკლავდა, ამიტომ არც ეს მგონია დიდი პრობლემა იყოს ჩვენთვის და ბანკებისთვის, თუმცა ჯერ დაზუსტებით არ ვიცით, ფინანსურ სექტორს მთლიანად შეეხება ეს, თუ ნაწილს. ეროვნული ბანკის მხარდაჭერით კოვიდ პანდემიას სექტორმა კარგად გაუძლო, დღეს ის ძალიან მდგრადია, შესაბამისად ფინანსური სექტორის ძირეულ ცვლილებას და მის გაკოტრებას ეს ცვლილება ნამდვილად არ გამოიწვევს. ასევე ვფიქრობ, რომ არც მოსახლეობისთვის სესხების გაძვირების წინაპირობა არ იქნება. 



საფინანსო ორგანიზაციის მეპატრონის მხრიდან, რა თქმა უნდა,  ჩემთვის უმჯობესია, რაც უფრო ნაკლები გადასახადები იქნება, მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა შეიტანოს ბიუჯეტში გადასახადები, რადგან რომ არა ეს, შემდეგ სისტემური მდგრადობა არ იქნება. ჩემთვის პირადად უმჯობესია გადავიხადი, 20% მქონდეს და მშვიდ გარემოში ვიმუშავო, რადგან ეს საფინანსო სექტორზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს“,  აღნიშნა ლაშა ნიკოლაიშვილმა.


ლაშა ნიკოლაიშვილი ფინანსური სექტორის დიდი მოგების მიზეზებსაც განმარტავს და ამბობს, რომ ეს პანდემიის დროს მოხდა და სესხების დიდი რაოდენობის დარეზერვებამ გამოიწვია.


„ზოგიერთების მხრიდან ეროვნული ბანკის კრიტიკა, რომ თითქოს მისი ბრალია, როცა ფინანსურ სექტორს აქვს მაღალი მოგება, არასწორია. თუმცა ექსპერტების ჯგუფს წარმოდგენა არ აქვს, რეალურ სურათთან დაკავშირებით. შემოსავლების ზრდა გამოიწვია იმან, რომ პანდემიის დროს მოხდა სესხების დიდი რაოდენობის დარეზერვება. კოვიდის შემდეგ, ეკონომიკაში მოხდა უზარმაზარი თანხების ჩასხმა, შემდეგ ეს რეზერვები ამოტრიალდა და ბალანსში ჩაჯდა, როგორც მოგება. კოლოსალური მოგება ფინანსურ სექტორში წარმოიშვა რეზერვების ცვლილებებთან დაკავშირებით“,  განმარტა ლაშა ნიკოლაიშვილმა.


შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბანკები და საფინანსო სექტორი მოგების გადასახადების ე.წ ესტონურ მოდელზე აღარ გადადიან, შენარჩუნდება მოგების გადასახადის არსებული სისტემა და 15%-ის ნაცვლად 20%-ს გადაიხდიან. პრემიერ-მინისტრის თქმით, ბანკების სუფთა მოგება წლის ბოლოსთვის 2 მილიარდი ლარი იქნება, რაც გაუმართლებელია. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით მთავრობა 2024 წლიდან დამატებითი შემოსავლის მიღებას ვარაუდობს.

 მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი საქართველოში 2018 წლიდან მოქმედებს და ბიზნესს მოგების გადასახადისგან ათავისუფლებს, თუ თანხა კომპანიაში რეინვესტირდება.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up