ანალიტიკური პლატფორმის Glassnode-ის ცნობით, Ethereum კრიპტოვალუტის მფლობელებმა ახალი ისტორიული რეკორდი დაამყარეს. ამის შესახებ Newsbtc წერს.
მომგებიანი Ethereum-მისამართების რაოდენობამ 2022 წლის მაისიდან მოყოლებული, ბოლო 10 თვის, უმაღლეს დონეს მიაღწია და 63,9 მილიონს გადააჭარბა. გარდა ამისა, Glassnode-ის ანალიტიკოსებმა შენიშნეს არანულოვანი ბალანსის მქონე მისამართების რაოდენობის ზრდა, რომელმაც 96 მლნ-ს მიაღწია.
ბოლო 7 დღის განმავლობაში Ethereum 2.4%-ით დაეცა და მისი ფასი 1,807 დოლარია, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 218 მლრდ-ია. ანალიტიკოსების აზრით, 2023 წლის ბოლოსთვის Ethereum-ის კურსი 2000 დოლარს გადააჭარბებს. Finder-ის ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ 2030 წლისთვის ETN-ს აქვს ყველა შანსი, რომ 14000 დოლარს მიაღწიოს.
ანალიტიკოსი მაიკლ ვან დე პოპი თვლის, რომ 1,850 დოლარი ახლა მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის დონეა, ექსპერტის აზრით, ციფრული აქტივი შეიძლება კვლავ დაეცეს 1,725 დოლარამდე. ამის შემდეგ, ETH-ის ღირებულება 2000 დოლარამდე გაიზრდება.