„შეუქცევადი მიგრაცია ქვეყანას დემოგრაფიულ საფრთხეს უქმნის“ - ანზორ თოთაძე

„შეუქცევადი მიგრაცია ქვეყანას დემოგრაფიულ საფრთხეს უქმნის“ - ანზორ თოთაძე

access_time2022-10-24 18:00:21

საქართველოდან იმაზე მეტი ქართველია გასული, ვიდრე წარმოგვიდგენია, მოსალოდნელი შედეგები შემაშფოთებელია, - ამის შესახებ „კვირის პალიტრას“  დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ უთხრა. მისივე ვარაუდით, შეუქცევადი მიგრაცია ქვეყანას დემოგრაფიულ საფრთხეს უქმნის.

 

„მიგრაცია და შობადობის შემცირება არის ის ორი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთა უგულებელყოფამ შეიძლება კატასტროფამდე მიგვიყვანოს. უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ქართველი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. თუ დემოგრაფიული ტენდენციები ასე გაგრძელდება, შეიძლება უახლოეს 5-6 წელიწადში საქართველოს ყველა რეგიონი, დიდი ქალაქების გარდა, გაუკაცრიელდეს. არადა, ისტორიულად ქართველი კაცი სამშობლოს, განსაკუთრებული შემთხვევის გარდა, ნებით არ ტოვებდა. საბჭოთა კავშირის დროს ჩატარებული კვლევის მიხედვით, კავშირში მცხოვრები ქართველების 98% საქართველოში ცხოვრობდა, სომხეთში - სომხების მხოლოდ 65%, აზერბაიჯანში კი აზერბაიჯანელების 84%“, - აღნიშნა ანზორ თოთაძემ.

 

თოთაძის თქმით, გამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ მიწები უცხოელებზე არ უნდა გაიყიდოს, რადგან  მიწის  გაყიდვა სამშობლოს ღალატის ტოლფასია. მისივე თქმით, დღეს საქართველოში მიწის დიდ მასივებს ჩინელები, არაბები და პაკისტანელები ყიდულობენ,

 

„მიწისა და სტრატეგიული ობიექტების გაყიდვა ნაციონალებმა დაიწყეს. ქართულ ოცნებაზე ამბობენ, რუსეთუმეები არიანო, და ამ დროს თავად მიჰყიდეს რუსეთს ყველაფერი. სოფლებში საუკეთესო მიწები ისე მიჰყიდეს უცხოელებს, რომ გლეხებს არც ატყობინებდნენ. შესაბამისად, გლეხებს აღარც საძოვრები დარჩათ და აღარც სამარაგო მიწები. მცირემიწიან, დემოგრაფიული პრობლემების მქონე ქვეყანაში ამის გაკეთება ქვეყნის ღალატის ტოლფასია. პასუხისმგებლიან ხელისუფლებას ადგილზე გლეხის დამაგრების მიზნით უფასოდ უნდა გადაეცა მიწები, რომლებიც ოდესღაც ისედაც მათ წინაპრებს ეკუთვნოდათ. ტექნიკითაც თუ დაეხმარებოდნენ, არათუ ქვეყნიდან, სოფლიდანაც არსად წავიდოდა ეს ხალხი. შეიძლება ითქვას, სააკაშვილმა სოფლიდან გააძევა გლეხები. მნიშვნელოვანი პრობლემაა ისიც, რომ დღეს თბილისში უამრავი ახალი კორპუსი შენდება. უამრავი ბინა მზადდება გასაყიდად. ქართველების დაბალი მსყიდველუნარიანობის გამო მოსალოდნელია, რომ კანონში არსებული ხარვეზების, სხვადასხვა ხრიკისა და ფიქციური ქორწინებების შედეგად იქ, ძირითადად, უცხოელები დასახლდნენ. გასაგებია, რომ გლობალიზაციის პროცესია, ისიც მესმის, რომ ადამიანის ეროვნული ნიშნით შეზღუდვა არ შეიძლება, მაგრამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ პატარა ერი ვართ და დემოგრაფიულად სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ“, - აღნიშნა ანზორ თოთაძემ.


 

კითხვაზე  შეცვლის თუ  არა დემოგრაფიულ სურათს ბოლო დროს რუსების  საქართველოში შემოდინება, თოთაძე პასუხობს, რომ ეს  ნაკლებად  სავარაუდოა, რადგან საბჭოთა კავშირის დროს  საქართველოში 435 000 რუსი  ცხოვრობდა, 2014 წელს ჩატარებული აღწერით კი ეს რიცხვი 24 000 - ს ჩამოსცდა.

„ჩვენი საზოგადოების ნაწილს, ალბათ, ის აშფოთებს, რომ ქალაქის ქუჩებში დღეს ძალიან ბევრი რუსი გვხვდება, მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ საქართველოში ბოლო დროს ძალიან განვითარდა ტურიზმი, რუსებს კი დასავლური ქვეყნების დიდ ნაწილში აღარ უშვებენ. ზოგიერთი რუსი აქ ომსაც გამოექცა, უმრავლესობა საქართველოს მხოლოდ სატრანზიტოდ იყენებს.

 

2014 წლის აღწერის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 86% ეთნიკური ქართველია, მხოლოდ 14% იყო არაქართველი ეთნოსი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს მაჩვენებელი არ შეიცვლება. თუ პროცესი უმართავი გახდება და ქართველების შეუქცევად ემიგრაციასთან ერთად უცხოელების შეუქცევადი მიგრაცია გაგრძელდება, გაგრძელდება მიწების უცხოელებზე მიყიდვაც. დიდი ალბათობით, ქვეყანაში 20 წლის შემდეგ დემოგრაფიული სურათი შეიცვლება და ეთნიკური ქართველი ეროვნულ უმცირესობაში აღმოჩნდება. თუ ასე გაგრძელდა, საქართველო ერთ დიდ სასაფლაოდ გადაიქცევა“, - აღნიშნა  ანზორ თოთაძემ.

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული მოქალაქეების რაოდენობამ 99 974 კაცი შეადგინა. ანზორ თოთაძის განმარტებით, ვინაიდან მიგრანტების დიდი ნაწილი ქვეყნიდან არალეგალურად გადის, შეუძლებელია მათი აღრიცხვა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up