Euromonitor International-მა 2022 წლის სამომხმარებლო ბაზრის ტრენდები დაასახელა

Euromonitor International-მა 2022 წლის სამომხმარებლო ბაზრის ტრენდები დაასახელა

access_time2022-01-28 19:00:19

საერთაშორისო კვლევითმა კომპანია Euromonitor International-მა გამოაქვეყნა მოხსენება, რომელიც 2022 წლის სამომხმარებლო ბაზარზე 10 ძირითად ტენდენციას მიეძღვნა.

 

ანალიტიკოსების აზრით, პანდემიამ ადამიანების სამომხმარებლო ქცევები მნიშვნელოვნად შემცვალა და პირველი ტრენდი სწორედ ეს იქნება. კერძოდ, გამოკითხულ მომხმარებელთა 28%-მა განაცხადა, რომ დაიწყო მეტწილად ადგილობრივი საქონლის ყიდვა, რადგანაც პანდემიის შემდეგ მიწოდების ჯაჭვის რღვევის გამო ბევრი პროდუქტი მიუწვდომელი, ან ძალიან ძვირი გახდა.

 

გამოკითხულ მეწარმეთა 36% კი თვლის, რომ 2022 წელს სწორედ სასაქონლო დეფიციტი გახდება მათი კომპანიებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა.

 

მეორე ტენდენციაა კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული შეშფოთება.  Euromonitor International-ის მონაცემებით, მომხმარებელთა 67% გარემოსთვის თავისი ქმედებებით მიყენებული ზიანის შემცირებას ცდილობს - კერძოდ, გადასაყრელი ნაგვის რაოდენობის და ავტომობილების მიერ ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გამოყოფის შეზღუდვით.

 

გამოკითხულთა 78%-ის აზრით, ეკოლოგიაზე მეტი ზრუნვა სამომხმარებლო ქცევებზე გავლენის მოხდენას მომავალშიც განაგრძობს, ეს კი ეკოლოგიურად შედარებით სუფთა წარმოებით დაკავებულ კომპანიებს ბაზარზე მეტად დამკვიდრების კარგ შესაძლებლობებს აძლევს.

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრენდია უფროსი, 60 წელს ზემოთ ასაკის თაობის გაციფრულების მატება. ლოკდაუნების დროს ასაკოვანმა ადამიანებმა ციფრული ტექნოლოგიების ათვისება გაზარდეს - პირველ რიგში ეს ონლაინ-მუშაობას, ინტერნეტ-ვაჭრობას და დისტანციური მომსახურების სხვა მიმართულებებს შეეხება.

 


გამოკითხულ 60 წელზე უფროს ადამიანთა შორის 45% მინიმუმ კვირაში ერთხელ იყენებს სმარტფონს საბანკო მომსახურების მიღებისთვის. ეს კი აძლევს ბიზნესს უფრო ფართო აუდიტორიაზე გასვლის საშუალებას.

 

შემდეგი ტენდენციაა მოყვარული ინვესტორების გააქტიურა - თანამედროვე ფინანსური ტექნოლოგიების წყალობით ბაზარზე გასვლისთვის უკვე არაა აუცილებელი მუშაობა უოლ-სტრიტზე. არაპროფესიონალი ინვესტორების ფენის გაჩენას ასევე ახალისებს პანდემიის დროს იძულებითი ჩაკეტილობის პერიოდში დაგროვილი დანაზოგები.

 

ხანგრძლივმა ლოკდაუნებმა და სტრესებმა გამოიწვიეს ის, რომ ბევრმა ადამიანმა ცხოვრების სტილის შეცვლა გადაწყვიტა და მეტ ყურადღებას საკუთარ თავს, ოჯახს და დასვენებას უთმობს. სულ უფრო მეტმა ადამიანმა შეიცვალა სამუშაო - მხოლოდ შტატებში და მხოლოდ ივლის-აგვისტოში ამ მაჩვენებელმა 8 მლნ. ადამიანი შეადგინა.

 

2015 წელს ამერიკაში გამოკითხულთა 12%-მა განაცხადა, რომ უკმაყოფილოა თავისუფალი დროის მოცულობით, 2021-ში კი ეს მაჩვენებელი 24%-მდე გაიზარდა. სულ უფრო მეტი ადამიანი სამუშაოს და თავისუფალ დროს შორის გონივრული ბალანსის შენარჩუნებას ცდილობს.

 

ეს დამატებით შესაძლებლობებს აძლევს იმ კომპანიებს, რომლებიც დაკავშირებულია ისეთ დარგებთან, როგორც გართობა, სხვადასხვა, ჰობი, ფიტნესი, ჯანდაცვა და ფსიქიკური წონასწორობის შენარჩუნება.

 

კიდევ ერთ ტრენდად Euromonitor International მიიჩნევს მეტასამყაროსკენ მოძრაობას, რაც ახალი ტექნოლოგიების განვითარებას ნიშნავს - ისეთების, როგორც ვიდეოჰოსტინგი, სოციალური ქსელები, ვირტუალური ქსელური თამაშები და ა.შ.

 

პანდემიამდე ვირტუალურ თამაშებს გამოკითხულთა 29%, ხოლო პანდემიის შემდეგ უკვე 38% თამაშობდა. პანდემიის შედეგად, ასევე გაიზარდა მეორადი საქონლის გაყიდვები - გამოკითხულთა 33%-მა განაცხადა, რომ რამდენიმე თვის მანძილზე ერთხელ მაინც შეიძინა მეორადი საქონელი.

 

პანდემიამ ასევე შეცვალა უძრავი ქონების ბაზარი - მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დისტანციური მუშაობის შესაძლებლობის გაჩენის პირობებში მეგაპოლისებიდან რეგიონებში გადაბარგდა.

 

ასეთი შიდა მიგრაცია ახალ შესაძლებლობებს ქმნის როგორც დეველოპერებისთვის, ასევე დისტანციური მუშაობის და მომსახურების დარგში დაკავებულ კომპანიებისთვის.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up