Euronews ბათუმს, როგორც ევროპის სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებას, ვრცელ სიუჟეტს უძღვნის

Euronews ბათუმს, როგორც ევროპის სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებას, ვრცელ სიუჟეტს უძღვნის

access_time2022-10-04 19:00:00

გავლენიანი ტელეკომპანია „Euronews“ ბათუმს, როგორც ევროპის სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებას ვრცელ სიუჟეტს უძღვნის. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს



„ბათუმი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი არის ქალაქი, რომელმაც ბოლო წლებში წარმოუდგენელი მეტამორფოზა განიცადა, ყველაფერი გააკეთა ტურიზმის განვითარებისთვის და ევროპის სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებად იქცა,“ ასე იწყებს ბათუმზე საუბარს ჟურნალისტი. სიუჟეტში მთავარი ყურადღება აჭარაში ტურიზმის, ბიზნესისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე ბათუმის, როგორც ოთხი სეზონის ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებას ეთმობა.



„აქ სიძველე და თანამედროვეობა სრულყოფილ ჰარმონიაშია შერწყმული. ძველი ქალაქის ქუჩები და მოედნები, სადაც შეგიძლიათ ისტორია სრულად შეიგრძნოთ, კონტრასტშია ზღვის სანაპიროზე მდებარე უზარმაზარ, მდიდრულ ცათამბჯენებთან. სხვა მიზეზებთან ერთად, შავი ზღვის მარგალიტი ასევე არის ქვეყნის ნომერ პირველი ბიზნეს ლოკაცია, მისი გეოგრაფიული მდებარეობის, სერვისებისა და ინფრასტრუქტურის წყალობით.“ აგრძელებს ბათუმზე საუბარს ჟურნალისტი, რომელმაც გარდა ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობების მონახულებისა რეგიონი ახალი ტურისტული პროდუქტით კანიონინგით ისარგებლა.




„აჭარის მდიდარი ბიომრავალფეროვნება, მისი დაცული ტერიტორიებითა და იუნესკოს სტატუსის მქონე ეროვნული პარკებით, შესანიშნავად ასახავს თავის თავს. ბათუმიდან სულ რაღაც 30 წუთში მანქანით ულამაზესი ბუნებით გარშემორტყმულ თვალწარმტაც გარემოში შეგიძლია აღმოჩნდეთ. აქ შეგიძლიათ ლაშქრობა, ფრინველებზე დაკვირვება, ჯომარდობა, ცხენებით გასეირნება ან სრულიად ახალი აქტივობა კანიონინგი გამოსცადოთ, როგორც ეს ჩვენ გავაკეთეთ. კაპნისთავის კანიონი თავისი შვიდი ჩანჩქერით ბოლო თვეების განმავლობაში აღიჭურვა შესაბამისი ინფრასტრუქტურით, რათა დამთვალიერებლებს საშუალება მიეცეთ ამ ეტაპისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გარე აქტივობით დატკბნენ“.



რეპორტაჟში ჟურნალისტი ჩინცია რიცი ბათუმში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ახალი პროექტებზე საუბრობს. მათ შორისაა ბათუმის ახალი სტადიონი და ხელოვნური კუნძულის პროექტი.



„და სწორედ ინფრასტრუქტურაზე ზრუნავს ყველაზე მეტად ადგილობრივი ხელისუფლება. ეს არის სტრატეგია, რომელიც იზიდავს ახალ ინვესტორებს, აძლიერებს ეკონომიკას და ზრდის ქალაქის საერთაშორისო რეპუტაციას. ამის მაგალითია ბათუმის ახალი სტადიონი (აჭარაბეთ არენა): ობიექტი, რომელიც 30 მილიონ ევროზე მეტი დაჯდა და 2023 წელს ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის რამდენიმე მატჩს უმასპინძლებს. კიდევ ერთი მასიური პროექტი, რომლითაც მთავრობა ძალიან გატაცებულია, არის ბათუმის ხელოვნური კუნძული. პროექტი გულისხმობს ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის შექმნას, რომელიც ქალაქის ზღვისპირა ზონაში თანამედროვე კურორტის განვითარებას შეუწყობს ხელს“.



ბათუმის შესახებ მომზადებული სიუჟეტი მსოფლიოს 160 ქვეყანაში ევრონიუსის მილიონობით მაყურებელმა იხილა. ჟურნალისტები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სექტემბერში სტუმრობდნენ.





თეგები:
ბათუმი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up