ევროზონის 19 ქვეყნის ეკონომიკა 2021 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, 0,3%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის (Eurostat) წინასწარ მონაცემებში არის ნათქვამი.
მთლიანობაში, 2021 წელს, როგორც ევროზონის, ისე მთლიანი ევროკავშირის ეკონომიკა 5,2%-ით გაიზარდა.
ექსპერტები 2021 წლის მესამე კვარტალთან შედარებით, ეკონომიკის 0,3%-ით, ხოლო 2020 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, 4,7%-ით ზრდას პროგნოზირებდნენ.
ივლის-სექტემბერში ევროზონის მშპ, წინა კვარტალთან შედარებით, 2,3%-ით, ხოლო წლიური თვალსაზრისით ეკონომიკა 3,9%-ით გაიზარდა.
მეოთხე კვარტალში გერმანიის მშპ 0,7%-ით შემცირდა მაშინ, როცა საფრანგეთის ეკონომიკა 0,7%-ით გაიზარდა, იტალიის - 0,6%-ით, ესპანეთის კი - 2%-ით.
ევროკავშირის ქვეყნების მშპ სექტემბერ-დეკემბერში, წინა კვარტალთან შედარებით, 0,4%-ით, ხოლო წლიური თვალსაზრისით 4,8%-ით გაიზარდა.
ეს ევროზონის გასული კვარტლისა და წლიური მშპ-ის დინამიკის სამი შეფასებიდან პირველი შეფასებაა, რომელიც Eurostat-მა წარმოადგინა. მეორე შეფასება 15 თებერვალს გამოქვეყნდება.
bpn.ge