„ევექსი ჰოსპიტლების“ ქსელმა 2020 წელი 31 მლნ-იანი ზარალით დაასრულა

„ევექსი ჰოსპიტლების“ ქსელმა 2020 წელი 31 მლნ-იანი ზარალით დაასრულა

access_time2021-10-19 11:00:54

ევექსი ჰოსპიტლების ქსელის შემოსავალი ჯანდაცვის მომსახურებიდან 2020 წელს 2019 წელთან შედარებით 33 მლნ ლარით - 255 მლნ-მდე შემცირდა, ხარჯების ზრდის შედეგად კი 29 მლნ-იანი მოგება 31 მლნ ლარიანი ზარალით შეიცვალა. ფინანსური ანგარიშგების თანახმად მინუსში გასვლის ერთ-ერთ უმთავრესი მიზეზი ინგოროყვას კლინიკის იგივე გნკო-ს გასხვისებისგან მიღებული 26 მლნ ლარიანი ზარალი გახდა.

 


ევექსს ჯანდაცვის მომსახურების თვითღირებულება 2020 წელს 9 მლნ ლარით 160 მლნ-მდე შეუმცირდა, ამავე დროს ხელფასებზე 2 მლნ-ით მეტი 23 მლნ ლარი გასცა. ცვეთის ხარჯი 1.5 მლნ-ით 29 მლნ ლარამდე გაიზარდა, საპროცენტო ხარჯი 2.5 მლნ-ით 28 მლნ ლარამდე.

 


გასულ წელს აქტივები მკვეთრად 161 მლნ ლარით შემცირდა. ჯანდაცვის მომსახურებიდან მისაღები ანგარიშები 130 მლნ-დან 88 მლნ-მდე შემცირდა, ძირითადი საშუალებები 513 მლნ-დან 407 მლნ-მდე, თუმცა იმავე პერიოდში ფულადი სახსრების მოცულობა 4.5 მლნ-დან 67 მლნ-მდე გაიზარდა. კაპიტალისა და ვალდებულებების ნაწილში ყველაზე მეტად 256 მლნ-დან 175 მლნ-მდე დამატებით შეტანილი კაპიტალი და 132 მლნ-დან 99 მლნ-მდე გაუნაწილებელი მოგება შემცირდა.

 



სს „ევექსი ჰოსპიტლები“ 2014 წლის 1-ელ აგვისტოს დაარსდა. 2020 წლისა და 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ევექსის 100%-იანი წილის მფლობელი იყო სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი.“

 


2020 წლის აგვისტოში ევექსმა გნკო-ს კაპიტალში 40%-იანი წილის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის მიყიდვის თაობაზე ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ნასყიდობის მთლიანი ფულადი საზღაური 12 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ დარჩენილი 10%-იანი წილის გაყიდვას 2021 წელს გეგმავს. 2019 წელს გნკო-ს წილი მთლიან აქტივებში 15%-ს, ხოლო “შემოსავალი პროცენტის, მოგების გადასახადის, ცვეთის და ამორტიზაციის დარიცხვამდე”-ში 11%-ს შეადგენდა.

 


საქართველოში COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ, 2020 წლის განმავლობაში ჯგუფმა ფულადი სახსრების დაგროვებისა და შენახვის სტრატეგია განახორციელა. ვირუსის ფართო გავრცელების შემდეგ ჯგუფმა ჯანდაცვის მომსახურების ექვსი ობიექტის მობილიზაცია მოახდინა, სადაც მხოლოდ COVID-იანი პაციენტების მიღება ხდებოდა და ასევე ჯანდაცვის მომსახურების ჰიბრიდული შვიდი ობიექტის მობილიზაცია, რომლებიც ემსახურებოდა როგორც COVIDიან, ისე სხვა პაციენტებს. პანდემიამ სხვა კლინიკების მსგავსად გეგმიური ოპერაციების რიცხვი ევექსის ქსელშიც შეამცირა.

 


2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ევექსის ქსელი 9600-ზე მეტ ადამიანს ასაქმებდა. ქსელი საერთო ჯამში 33 კლინიკას აერთიანებს საიდანაც 14 პოლიკნინიკაა, ხოლო 19 მცირე ზომის კლინიკა. ორივე ერთეული პირველად ამბულატორიულ მომსახურებას ახორციელებს.  კლინიკების მიმართულებით მომსახურებების სპექტრი უფრო მაღალია და ტარდება მცირე ოპერაციებიც. პოლიკლინიკებში კი პაციენტებს სრული გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მიღება შეუძლიათ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up