Evolution Georgia-ს მოგება გაორმაგდა - როგორია ლაივ კაზინოს ფინანსური მდგომარეობა

Evolution Georgia-ს მოგება გაორმაგდა - როგორია ლაივ კაზინოს ფინანსური მდგომარეობა

access_time2022-10-13 14:00:53

შპს „ევოლუშენ ჯორჯიამ“ 2021 წელს საკუთარი შემოსავალი 50.7 მილიონი ლარით, 145.3 მილიონამდე გაზარდა. 2021 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის წმინდა მოგება 6.1 მილიონი ლარიდან, 13.4 მილიონამდე გაიზარდა. „ევოლუშენ ჯორჯიას“ შემოსავალი დაფუძნებულია კომპანიის მიერ ლაივ-კაზინოს მომსახურების მიწოდებისას წარმოქმნილ შიდა ხარჯებზე და მასზე დამატებულ ტრანსფერების პროცენტზე.


რაც შეეხება ორგანიზაციის აქტივებს, 132,3 მლნ ლარამდე იყო, 2020 წელს კი 125 მლნ ლარს შეადგენდა. ვალდებულებების მოცულობა 2021 წლის ბოლოს 111 მილიონი ლარია, კაპიტალი კი 8 846 000 ლარიდან 20 956 000 ლარამდე გაიზარდა.


2018 წლის დასაწყისში თანამშრომლების რაოდენობა იყო 8 პირი. წლის ბოლოს ამ რაოდენობამ 1067-ს მიაღწია, 2019 წლის ბოლოს 2870 თანამშრომელი იყო, 2020 წლის ბოლოს-3558, ხოლო 2021 წლის ბოლოს, „ევოლუშენ ჯორჯიას“ 5953 თანამშრომელი ჰყავდა. 2021 წელს 5953 დასაქმებულის ხელფასების მოცულობა კი 93.6 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 2020 წელს კი კომპანია 3558 აადამიანს ასაქმებდა და მათ ხელფასებზე 43.3 მილიონი ლარი გასცა. 


2021 წლისთვის კომპანია ლაივ ტრანსლაციას 532 მაგიდის მეშვეობით ახორციელებდა.



„ჯგუფი ქმნის, ავითარებს, აწარმოებს, სრულად ინტეგრირებულ ლაივ კაზინო გადაწყვეტებს აზარტული თამაშების ოპერატორებისთვის, ახორციელებს მის მარკეტინგს და გასცემს ლიცენზიებს. ის მონაწილეობს მხოლოდ განვითარებასა და შექმნაში, ხოლო თვითონ არ ახორციელებს აზარტული თამაშების ოპერირებას.


კაზინოს მომსახურებების ლაივ სტრიმინგი ხორციელდება კომპანიის მიერ იჯარით აღებულ უძრავ ქონებაზე აშენებული სტუდიების მეშვეობით,” – ნათქვამია კომპანიის ანგარიშში.


კომპანიის 100% წილის მფლობელს წარმოადგენს შპს Evolution Malta Holding Limited, მალტა, რომელიც თავის მხრივ, შვედური კომპანია Evolution Gaming Group AB-ს შემადგენლობაში შედის. კომპანიის დირექტორები არიან მარტინ ოლოფ კარლესუნდი და პოლ ჯესპერ ფონ ბაჰრი.


შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია „ევოლუშენ ჯორჯია“ საქართველოში დაფუძნდა 2017 წლის 29 მაისს. 2021 წლისა და 2020 წლის 31 დეკემბრისთვის კომპანიის უშუალო მშობელი კომპანია იყო შპს Evolution Malta Holding Limited, მალტა (შემდეგში „მშობელი კომპანია”) და კომპანიას არ ჰყავს საბოლოო მაკონტროლებელი მხარე. Evolution Malta Holding Limited LLC რამდენიმე კომპანიას ფლობს მსოფლიო მასშტაბით და მისი მფლობელია Evolution Gaming Group AB (საჯარო), შვედური საჯარო შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია, რომელიც საფონდო ბირჟაზე - Nasdaq Nordic Large Cap - არის რეგისტრირებული 2017 წლის 5 ივნისიდან. Evolution Gaming Group AB (საჯარო) და მისი შვილობილი საწარმოები (შემდეგში „ჯგუფი“) წარმოადგენს ლაივ კაზინო (Live Casino) სისტემების წამყვან „ბიზნესი ბიზნესისთვის“ (შემდეგში “B2B”) პროვაიდერს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up