ევრაზიის ეკონომიკური კომისიის (EEC) საბჭომ საქართველოდან მიწოდებულ ფეროსილიკომანგანუმზე ანტიდემპინგური გადასახადის შემოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ekhokavkaza.com-ი წერს.
ევრაზიის ეკონომიკური კომისია არის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) მუდმივი მარეგულირებელი ორგანო, რომელშიც შედის რუსეთი, ბელორუსია, სომხეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი.
როგორც EEC-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, აღნიშნული გადაწყვეტილება ანტიდემპინგური გამოძიების შედეგების შემდეგ მიიღეს. იგი ამოქმედდა EEC შიდა ბაზრის დაცვის დეპარტამენტის მიერ 2021 წლის 28 ივნისს, რუსი ფეროსილიკომანგანუმის მწარმოებლების, სს ჩელიაბინსკის ელექტრომეტალურგიული ქარხნის და შპს დასავლეთ ციმბირის ელექტრომეტალურგიული ქარხნის მოთხოვნით. განცხადებას მხარი დაუჭირეს ყაზახეთის მწარმოებლებმა Taraz Metallurgical Plant LLP, Temirtau Electrometallurgical Plant JSC, Aksu Ferroalloy Plant - TNC Kazchrome JSC-ის ფილიალი.
გამოძიების შედეგებით, დადგინდა საქართველოდან წარმოშობილი საქონლის იმპორტის დემპინგური ფაქტორების არსებობა, რამაც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ეკონომიკას მატერიალური ზიანი მიაყენა.
აღნიშნული ღონისძიების ვადა იქნება ხუთი წელი, ხოლო გადასახადის ოდენობა მწარმოებლის მიხედვით განისაზღვრება საბაჟო ღირებულების 21,4-24,22%-ით.