ევროს კურსი მარტის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

ევროს კურსი მარტის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

access_time2022-09-13 09:00:51

ბოლო 6 თვის მანძილზე ევროს კურსი ყველაზე მეტად, 1,6% -ით გაიზარდა. ბუნდესბანკის პრეზიდენტმა იოახიმ ნაგელმა აღნიშნა, რომ ცენტრალურმა ბანკმა უნდა გადადგას შემდგომი ნაბიჯები, იმ შემთხვევაში  თუ ინფლაციის  მაჩვენებელი იგივე დარჩება. გასულ კვირას ევროპის  ცენტრალურმა ბანკმა ( ECB) მონეტარული პოლიტიკა აგრესიულად გაამკაცრა და 8 სექტემბერს, რეფინანსირების განაკვეთი 75 საბაზო პუნქტით გაზარდა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს და ის ცენტრალური ბანკის დამოკიდებულების ცვლილებაზე მიუთითებს. Bloomberg-ის მონაცემების მიხედვით, დოლარი ბოლო ორი კვირის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულზე იყო.


Bloomberg-ი წერს, რომ ევროს  მიმართ ბაზარი  მკვეთრად  დაქვეითებულია, რადგან რუსეთი გაზის მიწოდების  შეზღუდვას კვლავ განაგრძობს, ეს კი ინფლაციის და რეცესიის  შესაძლებლობას ზრდის. ECB  პოლიტიკის გამკაცრებაში ფედერალურ სარეზერვო ბანკს მიჰყვებოდა, რამაც ბოლო ათწლეულის მანძილზე ევროს  ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაცემას შეუწყო ხელი.


მაშინ როდესაც ფონი დიდწილად უცვლელია,  რთულია იმის მტკიცება, რომ ეს საბოლოო ცვლილებაა ევროს  სავალუტო  ბედში, ლონდონის  დროით 11:35 საათზე bloomberg-ის სავალუტო პლატფორმაზე  ერთი  ევრო 1,0136 დოლარად ივაჭრებოდა.



„ECB-ის გადაწყვეტილებაზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შესახებ დისკუსია კვლავ გრძელდება, თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს აღმავალი ტრენდის დასაწყისია. ევროს გაუმჯობესება უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც ენერგომატარებლებზე ფასები დარეგულირდება“ -  აღნიშნა Standard Bank -ის G-10 სტრატეგიის ხელმძღვანელმა სტივენ ბაროუმ.


ევრომ ასევე  გაზარდა მოგება ფუნტთან მიმართებაში და 2021 წლის თებერვლის შემდეგ  უმაღლეს მაჩვენებელზე 87,22 პენსამდე გაიზარდა.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up