ევროკავშირი 2025 წლამდე ელექტრონული საბაჟოს სისტემაზე გადავა

ევროკავშირი 2025 წლამდე ელექტრონული საბაჟოს სისტემაზე გადავა

access_time2021-12-24 09:30:00

ევროკავშირი ელექტრონული საბაჟოს ინიციატივით გამოდის. „ელექტრონული საბაჟო ინიციატივა“ (Electronic customs initiative) 17 IT სისტემის მკაფიოდ განსაზღვრულ ჩამონათვალსა და მათი განხორციელების მკაცრ გრაფიკს მოიცავს, რომელიც ევროკავშირის თითოეული წევრი სახელმწიფოსთვის სავალდებულოა.



ელ-საბაჟოს ინიციატივა ელ-მთავრობის საკითხებში ევროკომისიის კომუნიკეში (Commission Communication on e-Government) არის გაწერილი. ის, ასევე, ევროპული საბჭოს მიერ უქაღალდო ვაჭრობისა და საბაჟოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაში არის მოხსენიებული. ამ დოკუმენტების მიღბით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა აიღეს ვალდებულება, ელ-საბაჟოს ინიციატივის მიზნებს მიაღწიონ.



ახალი სისტემა, სავარაუდოდ, 2025 წლის ბოლომდე სამ ეტაპად დაინერგება.



ელექტრონული საბაჟო ინიციატივის ძირითადი მიზანი გამარტივების გზით საბაჟო პროცედურებისა და პროცესების ეფექტიანობის გაუმჯობესებაა. ეს გულისხმობს საბაჟოებს შორის მონაცემთა ელექტრონულ გაცვლას ევროკავშირის მასშტაბით, რაც საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი საბაჟო პროცედურას შეეხება, რომელიც ევროკავშირის საზღვრებზე საქონლის გადაადგილებასთან იქნება დაკავშირებული.



ინიციატივა ასევე გულისხმობს:



მეწარმეების მიერ საბაჟო დეკლარაციების ელექტრონულ ფორმატში, თავიანთ ოფისებიდან წარდგენას.





იმპორტიორტ-ექსპორტზე საბაჟო ჩანაწერების ელექტრონულად წარმოებას;




საბაჟო მიზნებისთვის ტრეიდერების რეგისტრაციას ევროკავშირის მხოლოდ ერთ წევრ ქვეყანაში მაშინაც კი, თუ ისინი საბაჟო ოპერაციებს ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში ახორციელებენ.




იმპორტ-ექსპორტის ოპერაციებისთვის ტრეიდერების წვდომას საინფორმაციო პორტალებსა და ერთიან ელექტრონულ ბაზასთან.




საჭიროების შემთხვევაში კომპიუტერული სისტემების ურთიერთკავშირი საბაჟო სფეროს მიღმა არსებულ სისტემებთან, როგორიც არის, მაგალითად, ევროკავშირის ფარგლებში აქციზური საქონლის მოძრაობის მონიტორინგის სისტემა.




ელექტრონული ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობა ყველა ორგანოსა და უწყებისთვის, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის ოპერაციებში მონაწილეობენ, მათ შორის მესამე ქვეყნებთან, თუ ეს საერთაშორისო ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. საბაჟო ამ ხელისუფლებისა და უწყებებისთვის ერთიანი ფანჯრის შექმნაში წამყვან როლს შეასრულებს.




„ერთ ფანჯარაში“ ანუ ერთ ადგილზე და ერთსა და იმავე დროს ყველა ფიზიკური შემოწმების განხორციელება.




ამ მიზნების მისაღწევად 17 IT სისტემა იქნება ჩართული.



BPN.GE



თეგები:
საბაჟო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up