ევროკავშირმა შესაძლოა აპრილის ბოლომდე ანტირუსული სანქციების ახალი, მე-11 პაკეტი მიიღოს. მორიგი შემაკავებელი ზომები მიმართული იქნება იმ „ხვრელების დახურვისკენ“, რაც რუსეთს საშუალებას აძლევს უკვე დაწესებულ სანქციებს თავი დააღწიოს. შესაბამისად, მათ შესაძლოა, გავლენა მოახდინოს თურქეთზე, ყაზახეთსა და არაბულ ქვეყნებზე.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები დაჟინებით მოითხოვენ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტში სახელმწიფო კორპორაცია Rosatom-ის მიმართ შემაკავებელი ზომების ჩართვას.