ბელარუსის წინააღმდეგ, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას ემხრობა, ევროკავშირის დიპლომატებმა ახალი სანქციების შემოღებას დაუჭირეს მხარი, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს საფრანგეთი, რომელიც ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა.
სანქციები შეეხება ზოგიერთ ეკონომიკურ სექტორს, განსაკუთრებით ხე-ტყეს, ფოლადსა და კალიუმს.
მანამდე ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მინსკის წინააღმდეგ ახალი სანქციების ერთ-ერთი მიზანი ბელარუსული საქონლის ევროკავშირში შემდგომი ექსპორტის შეჩერებაა.
ცნობისთვის, ევროკავშირს ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები აქამდეც დაწესებული ჰქონდა. კერძოდ, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, რა დროსაც პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები ჩაახშო.
IPN.GE